ვაჟა ლომიძე - დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაასრულეს იმ უკანონო „სასაზღვრო“ ღობეების მონტაჟი, რაც ჩორჩანასთან მიმდინარეობდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების - ჩორჩანას და წაღვლის მიმდებარედ, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა საფორთიფიკაციო ნაგებობების ინსტალაცია დაასრულეს. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ვაჟა ლომიძის განცხადებით, ამ წუთებში დამატებითი საინსტალაციო პროცესი არ შეინიშნება.

„ამ დროისთვის ახალი არაფერი ხდება. როგორც ვიცით, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაასრულეს იმ უკანონო ე.წ. სასაზღვრო ღობეების მონტაჟი, რაც ჩორჩანასთან მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ, არსებულ ტყის მასივში გაჭრეს გზა და ე.წ. სასაზღვრო ნაგებობები დაამონტაჟეს, თუმცა, ახლა არანაირი აქტიური გადაადგილება და დამატებითი საინსტალაციო პროცესი არ შეინიშნება. ცალსახაა, რომ რასაც ამ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აკეთებენ, ეს აქტივობები უკანონოა“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ვაჟა ლომიძემ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს