რომან გოცირიძე - ქვეშეთი-კობის გზის პროექტი არის ძალიან ხარჯიანი და სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან რისკიანი

ქვეშეთი-კობის გზის პროექტი არის ძალიან ხარჯიანი და სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან რისკიანი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალურო მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ პროექტის განხორციელება 515 მლნ დოლარი ჯდება. გოცირიძის შეფასებით, არაადეკვატურია ღატაკი ქვეყნისათვის გიგანტური ოდენობის რესურსების ჩაყრა იმისათვის, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის მანქანებმა იარონ.

„გუდაურთან გზა არის 23 კმ. სიგრძის. აქედან მისი ნახევარი არის გვირაბები. მათ შორის ერთი გვირაბი 9კმ-იანი სიგრძისაა. ყველაფერი ეს 515 მილიონი დოლარი ჯდება. ეს არის იმ რაოდენობის თანხა, რაც ანაკლიის პროექტის პირველ სტადიას სჭირდება. აბსოლუტურად არაადეკვატურია ღატაკი ქვეყნისათვის გიგანტური ოდენობის რესურსების ჩაყრა იმისათვის, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის მანქანებმა იარონ. ეს პროექტი არის ძალიან ხარჯიანი და სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან რისკიანი. ვიდრე რუსეთი მტრული სახელმწიფოა, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე რუსეთი დემოკრატიული სახელმწიფო არ გახდება, ყველა რისკს დათვლა უნდა, როგორც ფინანსურს, ასევე სამხედროსა და პოლიტიკურს.

ძალიან გულუბრყვილოა იმის თქმა, რომ სამხედრო შეტევისთვის რუსეთს გზა არ სჭირდება და ჰაერიდან პარაშუტებით ჩამოფრინდებიან. აგვისტოს ომის დროს რა როლი ითამაშა იმ გზამ, საიდანაც ტანკები შემოვიდნენ, ძალიან კარგად ვნახეთ,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა