პატრიარქის ნათლული კიდევ 521 ბავშვი გახდა

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღეს პატრიარქის ნათლული კიდევ 521 ბავშვი გახდა.

სამების საკათედრო ტაძარში ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყო. საღამოს საათებში კი ტაძარში უწმინდესი მიბრძანდა და ნათლულები დალოცა.

დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა 62-ედ გაიმართა. ამჟამად პატრიარქს 40 909 ნათლული ჰყავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა