ლევან ხაბეიშვილი - მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე ვმსჯელობთ სამომავლო გეგმაზე, როგორ მოვახერხოთ, რაც შეიძლება სწრაფად მოშორდეს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ქვეყანას

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კიევში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მათ ლიდერ მიხეილ სააკაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო გეგმაზე, როგორ მოახერხონ ის, რომ „რაც შეიძლება სწრაფად მოშორდეს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ქვეყანას“.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა კიევიდან ჩართვისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ადგილზე არიან სხვა ლიდერებიც.

„ვმსჯელობთ სამომავლო გეგმაზე, როგორ მოვახერხოთ, რაც შეიძლება სწრაფად მოშორდეს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას მარტივი რამის გამო - გააგრძელოს ჩვენმა ქვეყანამ წინსვლა. დღეს, მათ შორის, თემა აქტუალური იყო პენსიებთან დაკავშირებით და თქვეს, რომ თურმე 20 ლარით გაიზარდა. ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის, რომ მაგალითად, 2012 წელის პენსია რომ ავიღოთ მისი მსყიდველუნარიანობით და იგივე დოლარს შევადაროთ, ფაქტობრივად, 8 წლის შემდეგ ჩვენ წინ არ წავსულვართ. მეტიც, უფრო ნაკლები აქვს იმ დამატებულ 20 ლარიან პენსიას მსყიდველუნარიანობა, ვიდრე 2012 წელს იყო“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, პენსიაზე სასაუბროდ ჩავიდნენ, თუ არა სააკაშვილთან კიევში, ხაბეიშვილი პასუხობს, რომ „მათ შორის პენსიაზე სასაუბროდ“.

„იმაზე სასაუბროდ თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, როგორ უნდა წავიდეთ წინ. დიახ, რატომ გიკვირთ, ის, რომ მათ შორის პენსიაზე სასაუბროდ ჩავედით. საქმიანი შეხვედრა იყო იმაზე, თუ როგორ შეიძლება სწრაფად მოშორდეს ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას, ეს ნორმალურია. ჩვენ ბევრ სხვადასხვა თემაზე ვიმსჯელეთ. დღესაც ვაგრძელებთ ამაზე მსჯელობას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხებეიშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრას პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ზოგადად, მუდმივად არსებობს კომუნიკაცია. პარტიის ძალიან დიდი ნაწილი, ანუ ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ვიყავით. კიევში, ახლაც, ადგილზე არიან ჩვენი პარტიის წარმომადგენლები დ სხვა ლიდერები. პირველი შეხვედრა, მაგალითად გაიმართა ევროპის ერთ-ერთ ქალაქში - ჟენევაში. ეს შეხვედრები და კონსულტაციები დღეს, ასევე გრძელდება კიევში. ანუ ფორმატი ნორმალურია, როცა მიხეილ სააკაშვილთან დავდივართ და კონსულტაციებს გავდივართ ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, როგორც საბრძოლო მიმართულებით, ასევე მომავალში, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფად წავიდეს წინ. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და ამაში არანორმალური არაფერია. მეტიც, ალბათ ნახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლის შემდეგ სასაცილო, მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო ხელისუფლებამ თავი, როცა შსს-მ განცხადება გააკეთა, რომ თურმე, ამ თემასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა