ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი - ყველა ბავშვი შემოწმდება და პირველივე სიმპტომის შემთხვევაში, არ დაიშვება საჯარო ბაღებში

ბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები დასრულდა. განახლებულ სააღმზრდელო პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სამგორის რაიონში მდებარე N160 ბაგა-ბაღში გაეცნო.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს განახლდა სააღმზრდელო პროცესი ბაღებში, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში პერსონალი 3 იანვრიდან იმყოფება და შესაბამის სამზადისშია. ორი დღის წინ დასრულდა ყველა საბავშვო ბაღში დეზინფექციის, დესინსექციისა და დერატიზაციის, ასევე გენერალური დალაგების სამუშაო იმისათვის, რომ ჩვენი პატარებისთვის დაგვეხვედრებინა სუფთა, სტერილური და მოწესრიგებული გარემო. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვი იქნება შემოწმებული და პირველივე სიმპტომების შემთხვევაში ისინი არ დაიშვებიან საჯარო ბაღებში. სამ საჯარო ბაღში არ განახლდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ტექნიკური მიზეზების გამო”, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე ინფორმაციით, ვირუსული ინფექციების საფრთხის გათვალისწინებით, სააღმზრდელო პროცესი ბაღებში საინფორმაციო კამპანიით დაიწყო. მის ფარგლებში ბაღის შესასვლელში მოეწყო საინფორმაციო კუთხე, სადაც ბაღის ჯანმრთელობის კოორდინატორებმა აღსაზრდელების მშობლებს ვირუსების გავრცელების საფრთხის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და დაურიგეს საინფორმაციო ფურცლები. ინფორმაცია მოიცავს ვირუსებისგან მცირეწლოვანთა დაცვისათვის საჭირო ღონისძიებებსა და წესებს, ასევე რეკომენდაციებს აცრების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა