მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილე პირი „ლელოს“ წევრია, თუმცა, მათთვის უცნობია, რის გამო მოხდა დაპირისპირება

2012-2017 წლებში ვახტანგ რობაქიძე იყო „ქართული ოცნების“ წევრი და ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი. ჩვენ არ ვიცით რის გამო მოხდა ყოფილ პარტიელებს შორის დაპირისპირება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ის და მისი პარტია ყველანაირ ძალადობას გმობს.

„ვადასტურებ, რომ ვახტანგ რობაქიძე არის გაწევრიანებული „ლელოში“. ჩვენ სრულად ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას და არაკანონიერ ქმედებას, თუმცა ჩვენთვის ცნობილი არ არის დეტალები რა მოხდა. ჩვენი იურისტები გაერკვევიან და გვექნება დღის ბოლომდე სრული ინფორმაცია. ჩვენ გავერკვევით დეტალებში და მივიღებთ ადეკვატურ ზომებს. როგორც ვთქვი, არ ვიცით რა მოხდა და ვერ დავეყრდნობით მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც თქვა ოხანაშვილმა. ოხანაშვილმა მთელი საქართველო მოატყუა და...“ - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, შსს-მ ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა