მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მათ დასავლელი პარტნიორებისგან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება და მის მფლობელობაში არსებული ქონების დაყადაღება მოითხოვეს.

როგორც მოძრაობა „შეცვალეს" ერთ-ერთმა აქტივისტმა გიორგი კუპატაძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ქართული დემოკრატიისთვის გადამწყვეტია, რომ ივანიშვილი ჩამოშორდეს ხელისუფლებას.

„მოძრაობა „შეცვალე" დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შეიკრიბა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მივაღწიოთ. მთავარი არის ის, რომ ეს ადამიანი არის რუსეთის მეფისნაცვალი საქართველოში და ქართული დემოკრატიისთვის გადამწყვეტია, რომ ეს ადამიანი ძალიან მალე წავიდეს ქვეყნიდან და ხელისუფლებას ჩამოშორდეს. შესაბამისად, მოძრაობა „შეცვალე" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს და სწორედ ამ სანქციების დაწესებით და მისთვის ფინანსური პრობლემების შექმნით მივაღწევთ გამარჯვებას და მაქსიმალურად სწრაფად ჩამოვაშორებთ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებას",-განაცხადა გიორგი კუპატაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა