ოსური მედიის ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი ქართულ მხარეს სოფელ წნელისთან ე.წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ქართულ მხარეს სოფელ წნელისთან უპილოტო საფრენი აპარატით ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ცხინვალის მედიასაშუალება „რესი“ ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ინფორმაციით, 14 იანვარს ოთხი საათის განმავლობაში, სადაზვერვო მიზნებით ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ახორციელებდა ფრენას, რის შემდეგაც, ოკუპირებული რეგიონის სიღრმეში შევიდა და 944.8 სიმაღლეზე ფრენდა. შემდეგ კი ტერიტორია დატოვა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს მორიგი დარღვევა ადასტურებს, ოფიციალური თბილისის მიზნებს, ე.წ. საზღვარზე ვითარების შემდგომი ესკალაცია განაგრძოს.

„საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია მოლაპარაკებების წარმართვის უნარი, მიზანმიმართულად ახდენს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კონსტრუქციული ნაბიჯების იგნორირებას, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს სტაბილური მდგომარეობის და ორმხრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, 2019 წლის დეკემბრის ბოლოს შეიწყალა საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა