NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობას აფასებს

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, ინსტიტუტებს შორის ყველაზე ცუდად პარლამენტის საქმიანობას აფასებს. კერძოდ, NDI-ის კვლევის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა რესპონდენტთა 40 %-მა უარყოფითად შეაფასა.

კვლევის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 1 % აფასებს. კარგად - 8%, საშუალოდ - 27 %, ძალიან ცუდად 17%.

ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებისას, პარლამენტის შემდეგ მოსახლეობა ცუდად აფასებს სასამართლოს მუშაობას. კერძოდ, გამოკითხული მოსახლეობის 31 % ამბობს, რომ სასამართლოები ცუდად მუშაობს, 14%-ის აზრით სასამართლო ძალიან ცუდად მუშაობს, 29%-ის შეფასებით - საშუალოდ, 9%-კარგად, 1%- ძალიან კარგად.

საქართველოს პოლიციის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 15%- ცუდად, 35%-საშუალოდ, 37%-კარგად, 6%-ძალიან კარგად, 4%- ძალიან ცუდად აფასებს.

მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 10% - ცუდად აფასებს, 2%-ძალიან ცუდად, 37%-კარგად, 13-%-ძალიან კარგად, ხოლო 12%-მა კითხვაზე პასუხისგან უარი განაცხადა.

გამოკითხული მოსახლეობის 9% ცუდად აფასებს საქართველოს ჯარის საქმიანობას. 2%-ძალიან ცუდად, 44%-კარგად, 8%-ძალიან კარგად, ხოლო 31 %-საშუალოდ.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. პრეზენტაციაზე ქვეყნის განვითარების კურსთან, დემოკრატიის განვითარებასთან, მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები იყო წარმოდგენილი.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.

იხილეთ ვიდეო: NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობას აფასებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს