გიგი უგულავა - „ქართული ოცნება“ განწირულია - როცა სარკეში ჩაიხედები და შენი თავი არ მოგეწონება, პრობლემები შენს თავში უნდა იპოვო და არა სარკე ამტვრიო

ყველა საკვანძო საკითხში „ქართულმა ოცნებამ“ ანტირეკორდი მოხსნა. „ქართული ოცნება“ არის განწირული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ქვეყანა პოზიტიური ძვრისკენ წაიყვანოს, რაც „თითქმის შეუძლებელია“.

„უკიდურესი ბრიყვი უნდა იყო, როდესაც რაღაც არ მოგწონს, სარკეს ამტვრევდე. როდესაც სარკეში ჩაიხედები და შენი თავი არ მოგეწონება, შენ თავში უნდა იპოვო პრობლემები და არა სარკე ამტვრიო. ასე მოსდის „ქართულ ოცნებას“ უკვე მეშვიდე წელია. ისინი ლანძღავენ ხან NDI-ის, ხან IRI-ის და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მათ მრუდე სახეს ანახებს სარკეში.

რაც შეეხება თვითონ შინაარს, კატასტროფაა ეს „ქართული ოცნებისთვის“, ყველა საკვანძო საკითხში „ქართულმა ოცნებამ“ მოხსნა ანტირეკორდი. აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ზრდის პერსპექტივა? მე ამ კვლევის მიხედვით გეტყვით, რომ - არა. იმიტომ რომ ყველაზე მყარი, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ეხება, ნეგატიურისკენ მიდის, ეს არის ქვეყნის განვითარება, რომელიც, როგორც წესი, ემთხვევა ხოლმე მმართველი პარტიის რეიტინგს. სწორედ ამიტომაც არის, ქვეყნის განვითარებას დადებითად დაახლოებით 20% აფასებს და ასევე დაახლოებით 20%-ია „ქართული ოცნების“ რეიტინგიც. შესაბამისად, ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება „ქართულ ოცნებას“, რომ პოზიტიური ძვრისკენ წაიყვანოს. ეს თითქმის შეუძლებელია, იმ პოლიტიკურ ვითარებაში, რა პოლიტიკურ ვითარებაშიც „ქართულმა ოცნებამ“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებმა და შიშმა შეიყვანეს ქვეყანა, ამიტომ „ქართული ოცნება“ არის განწირული.

რაც შეეხება არსებულ ციფრებს, თუ ავიღებთ „ქართულ ოცნებას“ თავის სატელიტ „პატრიოტთა ალიანსით“ და აქეთ ავიღებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვინც დღეს ერთობით ვფიქრობთ რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ არის ციფრები 34/24-ზე ოპოზიციის სასარგებლოდ“,- განაცხადა უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა