გიგი უგულავა - ნდობა, რაც ივანიშვილს ჰქონდა, ცუდ საქმეებში, „გადაგდებაში“ გაფლანგა და საუკუნის მზაკვრობით წერტილი დაუსვა თავის პოლიტიკურ რენომეს

ის ნდობა, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა, მან ყველაზე ცუდ საქმეებში, „გადაგდებაში“ გაფლანგა და საუკუნის მზაკვრობით ბოლომდე წერტილი დაუსვა თავის პოლიტიკურ რენომეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგის შეფასებისას განუცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, რაც დრო გავა სიძულვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაიზრდება და მისთვის ხელის ჩამორთმევაც კი უხერხული იქნება.

„ის, რომ ივანიშვილს რეკორდულად დაბალი რეიტინგი აქვს, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. ეს ადამიანი წლების მანძილზე ამაყობდა თავისი „ჭარბი ნდობით“, მაგრამ ეს „ჭარბი ნდობა“ სიცრუეში, ძალადობაში, ხალხის მოტყუებაში გაფლანგა. ობიექტურად მას 2013 წელს მართლაც ჰქონდა ხალხის ნდობა, მაგრამ ჩვენ ამ 7 წლის მანძილზე ვხედავთ კლასიკურ დეგრადაციას, როგორ შეიძლება ნდობა სიძულვილში გადავიდეს, რომ ეს ნდობა არაფერში და ცუდი საქმის კეთებაში დაახურდავო და არა რეფორმების და ქვეყნის განვითარებას მოახმარო. ეს არის ივანიშვილის უბედურება და ივანიშვილის უბედურების „ცენტრპოინტი“. ის ნდობა, რაც მას ჰქონდა ამ ადამიანმა ყველაზე ცუდ საქმეებში, გადაგდებაში გაფლანგა, საუკუნის მზაკვრობით ბოლომდე წერტილი დაუსვა თავის პოლიტიკურ რენომეს. ივანიშვილი კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩავარდება პოლიტიკურად, პერსონალურად, ხალხის დამოკიდებულების კუთხით, რადგან სულ უფრო და უფრო მცოცავი, ქრონიკული პრობლემები აქვს მას. იმ საუკუნის მზაკვრობით, რაც მან ჩაიდინა, ეგონა, რომ მოიტყუებდა და ხალხი ამას გადაყლაპავდა. რაც დრო გავა სიძულვილი მის მიმართ გაიზრდება, რადგან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გაისიგრძეგანებს იმ ტყუილის მასშტაბს, რაც მან საკუთარ საზოგადოებას აკადრა. ამიტომ ივანიშვილის ხელის ჩამორთმევაც კი უხერხული იქნება, იმდენად მატყუარას და „გადამგდების“ სახელი აქვს. ეს აისახება „ქართული ოცნების“ რეიტინგზეც, რადგან საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილი. არ იქნება ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ დაიშლება, როგორც „მოქალაქეთა კავშირი“, - განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება კახა კალაძეს, როგორც გიგი უგულავა ამბობს, მას რეიტინგი თანამდებობის გამო აქვს და არა პიროვნულად.

„ის არის ისეთ თანამდებობაზე, რომ მეტი ხელშესახები რაღაცეების გაკეთება შეუძლია, ამიტომ მას აქვს სხვა მინისტრებზე უკეთესი ფორა. მეც რომ ვიყავი ამ თანამდებობაზე კეთილგანწყობა 60%-ს აღწევდა ხოლმე. მაგრამ ეს ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, უფრო მეტად თანამდებობისთვის არის, ვიდრე მისი პირადი. ამიტომ ვამბობ, რომ დღეს პოლიტიკურ სივრცეში ერთპიროვნულად ლიდერობს დავით ბაქრაძე. ის, რომ ოპოზიციაშია, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ხელისუფლებაში ყოფნა გეხმარება რაღაცებში, განსაკუთრებით როცა მერზე ვსაუბრობთ, ამიტომ ეს არ იქნება ის, რაც „ქართულ ოცნებას“ გადაარჩენს“, მაგრამ სავარაუდოდ, ეს იქნება ის, რაც კალაძეს დაღუპავს, რადგან ეჭვიანი უფროსი ჰყავს“, - განაცხადა უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა