სუს-ის უფროსის მოადგილე - ასლან ბჟანიას ინიციატივები საინტერესოა, თუკი ისინი ჟენევის ფორმატში იქნება დასმული, ინტენსიურ რეჟიმში ვიმსჯელებთ

ბჟანიას ინიციატივები საინტერესოა, თუკი ისინი ჟენევის ფორმატში იქნება დასმული, ინტენსიურ რეჟიმში ვიმსჯელებთ,- ასე პასუხობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი "ინტერპრესნიუსის" კითხვას, არის თუ არა საინტერესო და იმსჯელებს თუ არა ქართული მხარე ასლან ბჟანიას ინიციატივის თაობაზე.

"ძალიან საინტერესოა ყველა მსგავსი განცხადება, საინტერესოა ბჟანიას ინიციატივები, ჩვენ გაგვაჩნია ჟენევის ფორმატი, სადაც ყველა საჭირბოროტო საკითხზე ვსაუბრობთ და რა თქმა უნდა, მისი ინიციატივები თუკი მსგავს ფორმატში იქნება დასმული, ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო ინტენსიურ რეჟიმში ვიმსჯელებთ ყველა ამ საკითხზე", -განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება დღევანდელ საკომიტეტო მოსმენას, როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სრული ანალიზი წარადგინა.

"პარლამენტარებისგან დაისვა ბევრი კითხვა, რომლებსაც გაეცა ამომწურავი პასუხი ჩვენი მხრიდან, იყო საინტერესო დისკუსია და ვიმსჯელეთ ყველა საჭირბოროტო საკითხზე", - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

„სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა და „პრეზიდენტობის“ კანდიდატმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. მისივე თქმით, „მთავარია დიალოგმა დადებითი შედეგი მოგვცეს და არ აქვს მნიშვნელობა ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული“.

იხილეთ ვიდეო

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა