პანამაში სექტანტებმა რელიგიური რიტუალის დროს 7 ადამიანი მოკლეს

პანამაში, ბოკას-დელ-ტოროს პროვინციაში, ერთ-ერთი რელიგიური სექტის წევრებმა ეგზორციზმის შესრულებისას შვიდი ადამიანი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილები არიან ფეხმძიმე ქალი, მისი ხუთი შვილი და მეზობლად მცხოვრები ბავშვი.

ბოკას-დელ-ტოროს პროვინციის მთავარი პროკურორის რაფაელ ბალოიესის თქმით, პოლიციამ ცხედრებს მას შემდეგ მიაკვლია, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ შეატყობინა, რომ ერთ-ერთ "სალოცავში", სადაც ეგზორციზმის რიტუალი ტარდებოდა, რამდენიმე ადამიანი მათი სურვილის წინააღმდეგ ჰყავდათ გამოკეტილი.

"სალოცავიდან" გათავისუფლებულ ადამიანებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით 10 ეჭვმიტანილი დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ