ლევან გოგიჩაიშვილი - შოთაძე თავისით არ გადამდგარა, ეს იყო უმრავლესობის გზავნილი ივანიშვილის მიმართ - ის ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთს ასწრებენ მის ქებას, მაშინ მომხრე იყვნენ, რომ გადამდგარიყო

შოთაძის დაბრუნება შედის როგორც ივანიშვილის, ასევე უჩა მამაცაშვილის ინტერესში, ისინი ცდილობენ შოთაძე, როგორც კარგი შემსრულებელი, დააბრუნონ, - ასე შეაფასა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ყოფილი გენპროკურორის ირაკლი შოთაძის ისევ გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარდგენა.

გოგიჩაიშვილის თქმით, შოთაძის გადადგომა საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნა იყო, რადგან იმდროინდელი უმრავლესობა თვლიდა, რომ შოთაძე არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს.

„მე მახსოვს ის დღე, როდესაც ჩვენ ვიყავით ქუთაისში, სადაც უმრავლესობის შეხვედრა ჩატარდა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში. დღეს ეს ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ასწრებენ შოთაძის ქებას, მაშინ იყვნენ იმის მომხრე, რომ ის გადამდგარიყო.

შოთაძე თავისით კი არ გადამდგარა, ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის გზავნილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ შოთაძე უნდა გადამდგარიყო. ამას მხარს უჭერდა: თალკვაძე, მდინარაძე, ვოლსკი და მეც მათ შორის. უმრავლესობის აღქმაში შოთაძე იყო პროკურორი, რომელიც არ ასრულებდა თავის ვალდებულებას“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა