ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი - ცხინვალი ასლან ბჟანიას მიერ გაკეთებული განცხადებებით შეშფოთებულია

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის ზაზა დრიაევის თქით, ცხინვალი შეშფოთებულია „აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, ალსან ბჟანიას მიერ გაკეთებული განცხადებებით, საქართველოსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკურ სფეროში დიალოგის დამყარების შესახებ“. მისი თქმით, ამისთვის მხარეებმა თავდაპირველად ნდობა უნდა აღადგინონ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ცოტა შეშფოთებულნი ვართ ამ ქმედებებით. მაგრამ, ვისთან და როგორ წარმართონ დიალოგი, ეს აფხაზეთის საშინაო საქმეებია და აფხაზი ხალხის არჩევანია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოძმე რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს“, - განაცხადა დრიაევმა.

მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთი არ აპირებს საქართველოსთან დიალოგი აწარმოოს მანამ, ვიდრე თბილისი არ ცნობს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და მხარეები ხელს არ მოაწერენ მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისსა და სოხუმს შორის „დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს“.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ნიუ ჰაუსი“ მომხმარებელს 27-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს - იცხოვრე კომფორტულ გარემოში