ქეთევან ციხელაშვილი - მოლაპარაკებებს სამშვიდობო პროცესში ალტერნატივა არ აქვს

დიალოგს, მოლაპარაკებებს სამშვიდობო პროცესში არ აქვს ალტერნატივა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც აფხაზეთის რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და გაკეთებულ გზავნილებს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკანასკნელ პერიოდში დიალოგისა და კონტაქტების გაფართოვებისთვის არაერთი ნაბიჯი გადადგა.

„მე მინდა კიდევ ერთხელ გავაკეთო განცხადება ქართული მხარის, სახელმწიფოს მზაობაზე, რა თქმა უნდა, აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის თაობაზე. ეს სიახლე ჩვენი პოლიტიკისთვის არ არის, ეს არაერთხელ გახლავთ გაცხადებული. მეტიც, ჩვენ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არაერთ ნაბიჯს ვდგამთ იმისთვის, რომ ეს დიალოგი, კონტაქტები გაფართოვდეს. თუკი იქნება ამის მზაობა, ეს არის მხოლოდ მისასალმებელი, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, დილოგს, მოლაპარაკებებს სამშვიდობო პროცესში არ აქვს ალტერნატივა. რაც შეეხება ფორმებს და ფორმატებს, აქ არსებობს ძალიან დიდი სივრცე და მოქნილობა. ჩვენ წარსულშიც გვქონია გამოცდილება. არსებობს სხვადასხვა პრაქტიკები და ეს ყველაფერი არის მოგვარებადი. მიმდინარე რეჟიმშიც არსებობს გარკვეული კონტაქტები, თუმცა ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს კონტაქტები და დიალოგი გახდეს უფრო ფართო, მეტი შინაარსით დატვირთული.

თემებს რაც შეეხება, აქაც ძალიან მოქნილი სივრცე არსებობს, საერთოდ, ჩვენი ჩართულობის პოლიტიკით, შერიგების პოლიტიკით და, მათ შორის, განსაკუთრებით, ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ღერძი გახლავთ ის, რომ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები ხალხთა შორის გამყოფი ხაზის გასწვრივ, ასევე განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემო, თემები, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე, აქ არის სივრცე დიალოგისთვის,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, პირველი ამოცანა არის ის, რომ კონფლიქტის სრულმაშტაბიან მოწესრიგებამდე დღეს არსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობა შემსუბუქდეს.

„ეს ჩვენი მოსახლეობაა და ბუნებრივია, ჩვენი ინტერესია ის, რომ მათ გავუზიაროთ ყველა შესაძლებლობა, რაც საქართველოს სხვა მოქალაქეებს აქვთ და იცით, რომ ამას ვაკეთებთ. მეორე მიზანი არის ნდობის მშენებლობა, შერიგება ჩვენს საზოგადოებებს შორის, იმიტომ რომ ეს მშვიდობისთვის არის აუცილებელი წინაპირობა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს