ირაკლი ბერაია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია საქართველოში საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა, სადაც საქართველო-საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი განიხილეს მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებები.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ბერაიამ ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ბოლო პერიოდში იქ მიმდინარე მოვლენები გააცნო. ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას.

პარლამენტის ცნობით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე და ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს