14.07.2025 / 09:02
„ოქსფამი“ - მსოფლიოს მილიარდერები უფრო მეტ სიმდიდრეს ფლობენ, ვიდრე 4.6 მილიარდი ადამიანი - მამაკაცებს 50%-ით მეტი ქონება აქვთ, ვიდრე ქალებს

მსოფლიოს მილიარდერები ფლობენ მეტ სიმდიდრეს ვიდრე 4.6 მილიარდი ადამიანი, ხოლო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 1% ფლობს ორჯერ უფრო მეტს, ვიდრე 6.9 მილიარდი ადამიანი. ეს „ოქსფამის“ უახლესი მონაცემებია, რომელიც დავოსის ფორუმამდე გახდა ცნობილი.

ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ათწლეულში, მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობა გაორმაგდა.

„ჩვენი დანგრეული ეკონომიკები კავშირშია მილიარდერთა ჯიბეებთან, რომელიც ჩვეულებრივი ქალებისა და მამაკაცების მიერ ივსება. არ არის გასაკვირი, რომ ადამიანებმა დაიწყეს კითხვის დასმა, უნდა არსებობდნენ თუ არა საერთოდ მილიარდერები“, - განაცხადა „ოქსფამ“ ინდოეთის აღმასრულებელმა დირექტორმა ამითაბ ბეჰარმა.

„ოქსფამის“ ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით მამაკაცები 50%-ით მეტ ქონებას ფლობენ, ვიდრე ქალები, რაც „სექსისტური და უთანასწორო ეკონომიკური სისტემის შედეგია“.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოს 22 ყველაზე მდიდარი მამაკაცი უფრო მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე ყველა ქალი ერთად აფრიკაში.

„ქალები ხშირად ისეთ სექტორებში არიან დასაქმებულნი, რომელიც მეტად საფრთხის შემცველი და ეკონომიკურად დაუფასებელია... ისინი ასრულებენ 75%-ზე მეტ აუნაზღაურებელ საქმეს“,-აცხადებენ ორგანიზაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ