იუსტიციის სახლთან, „ახალგაზრდა მწვანეების“ ორგანიზებით, „ბათუმი რივიერას“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

იუსტიციის სახლთან, „ახალგაზრდა მწვანეების“ ორგანიზებით, „ბათუმი რივიერას“ მშენებლობის საწინააღმდეგოდ და ბათუმელი აქტივისტების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. აქციის წევრები „,რივიერას” მშენებლობის ნებართვის გაუქმებას და აღნიშნული სივრცის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ.

აქციის წევრებმა იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდზე ბანერი წარწერით „არა ბეტონყმობას” გადმოკიდეს. „ახალგაზრდა მწვანეებთან” ერთად დღევანდელ აქციას „ანას ბაღის” მოსახლეობა და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი შეუერთდნენ.

პარტია „ახალგაზრდა მწვანეების” წევრის, მარიამ ვაწაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, უფრო მასშტაბურ აქციას მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამართავენ.

„ჩვენ ვაპროტესტებთ ბათუმის ჩაბეტონებას, კერძოდ რივიერის ტერიტორიაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობას, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ საფრთხეს უქმნის მთელ ბათუმს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ იმ აქტივისტებს, რომლებიც ბათუმში იბრძვიან ამ უზარმაზარი მშენებლობის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ ინვესტორების, ბიძინა ივანიშვილისა და ლევან რამიშვილის ინტერესებში შედის“, - განაცხადა მარიამ ვაწაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა