გედევან ფოფხაძე - ივანიშვილი ხომ ატყობს, რომ გუნდი, რომლის ამარაც დარჩა, გუნდი არ არის? ესენი არიან ცხვრები, რომლებსაც აუცილებლად სჭირდებათ ქოფაკი თუ არა, თხა მაინც

ბიძინა ივანიშვილი ხომ ატყობს, რომ გუნდი, რომლის ამარაც დარჩა, გუნდი არ არის, ესენი არიან ცხვრები, რომლებსაც აუცილებლად სჭირდება ქოფაკი თუ არა, თხა მაინც, - ასე ეხმიანება ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი გედევან ფოფხაძე ჟურნალისტებთან პრემიერ- მინისტრად ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დაბრუნების შესახებ ინფორმაციას.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი ვა ბანკზეც წავიდეს და პრემიერის პოსტის დასაკავებლად საფრანგეთის მოქალაქეობაც კი დათმოს.

„დაველოდოთ პოლიტიკურ მოვლენებს. მოტივაცია იქნება განმსაზღვრელი იმიტომ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი ვა ბანკზე წავა, შეიძლება საფრანგეთის მოქალაქეობაზეც კი თქვას უარი. ამ სიტუაციაში ისიც ხომ ატყობს, გუნდი, რომლის ამარაც დარჩა, ეს გუნდი არ არის, ესენი არიან ცხვრები, რომლებსაც აუცილებლად სჭირდებათ თუ ქოფაკი არა, თხა მაინც. შესაბამისად, რაღაც დონეზე აუცილებელია ორგანიზებულობის მიცემა ამ ყველაფრისთვის არჩევნების წინ მაინც. პირდაპირ გეტყვით, ეს ყველაფერი არის მათი ინტერესი და არა ქართველი ხალხის ინტერესი. ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ინტერესია „ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან წავიდეს. როგორი იქნება ხვალინდელი დღე, ეს არის ხალხთან შეთანხმების საგანი, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ალბათ, ეს ქართველი ხალხისთვის ცალსახაა, ეს არის მიშა სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ეს ორი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა