„ანას ბაღში" მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაცვის სამსახურის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება არ მომხდარა

ვარკეთილში, ,,ანას ბაღში" მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის ,,ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ბენაშვილის ინფორმაციით, დაცვის სამსახურის “გისსონის" წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება არ მომხდარა და ეს ადგილობრივების დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

გიორგი ბენაშვილის თქმით, დაშავებულ მამაკაცს, რომელიც საავადმყოფოში ჰყავთ გადაყვანილი ბორდიურზე აუცდა ფეხი, ხოლო მეორე დაშავებული ქალი ადგილობრივების მიერ გაშლილ კარავს წამოედო.

„რა თქმა უნდა, ეს მცირე ჯგუფი ამბობს იმას, რომ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. არანაირი დაპირისპირება აქ არ ყოფილა, ეს ყველაფერი იყო ხელოვნურად შექმნილი და მათი დაგეგმილი პროცოკაცია, რომელსაც კომპანია არ წამოეგო. მამაკაცს, რომელიც ფიზიკურად დაშავდა, ბორდიურზე ფეხი აუცდა და წაიქცა, ასევე წაიქცა მეორე ქალბატონიც, რომელმაც მათივე კარავზე წამოკრა ფეხი. არანაირ შეხლა-შემოხლას აქ ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ ფონი აქვთ შექმნილი თითქოს აქ რაღაც საშინელება ხდება. კომპანია, როგორც აქამდე, ისე დღესაც მუშაობს სრული კანონების დაცვით, აქციის მონაწილეები ხულიგნობენ, პირდაპირ არღვევენ კანონს და ხელოვნურად უკეტავენ კომპანიის სპეც-ტექნიკას გზას. მათ შეეძლოთ ერთი მეტრით გვერდით დაედგათ კარავი და კანონის ფარგლებში შეეგროვებინათ ხელმოწერები, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს და ჩადგეს კარავი სხვის ტერიტორიაზე უნებართვოდ, სადაც სპეც-ტექნიკა მოძრაობს. კომპანიის დაცვის სამსახური არ ეხება არავის, ის მხოლოდ და მხოლოდ ხელს უწყონს კომპანიის სპეც-ტექნიკას გადაადგილებაში," - განაცხადა გიორგი ბენაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ,,ანას ბაღთან" შეკრებილ მოსახლეობასა და დაცვის სამსახურის ,,გისსონის" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი გიორგი ფხალაძის ინფორმაციით, დაზარებული მამუკა დარისპანაშვილი ცხვირის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

,,დაშავებულ მამუკა დარისპანაშვილს აუცილებლად გადავიყვანთ ექსპერტიზაზე და იმედია, ახლა მაინც იმოქმედებს შსს ადეკვატურად. უკლებლივ ყველა დაცვის თანამშრომელი იყო ჩართული ამ ძალადობრივ საქმეში და წიხლებით დაბლა დაგდებულ მამუკა დარისპანაშვილს ფიზიკურად უსწორდებოდა", - განაცხადა გიორგი ფხალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო