დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მივიდა

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძის განცხადებით, მას ალკოტესტის ჩაბარების დროს პოლიციის თანამშრომელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იმის გამო, რომ სასურველი შედეგი ვერ მიიღო. როგორც რობაქიძემ ჟურნალისტებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შესვლამდე განუცხადა, გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს მისი უფლებები დარღვეული იყო.

„ალკოტესტის ჩაბარების დროს, ვერ მოხერხდა შესაბამისი შკალების შევსება და თითქოს ამისგან გაღიზიანებული პიროვნება ადგა, მუცლის არეში მუშტი დამარტყა და დავეცი ტახტზე. ამის შესახებ სასწრაფო დახმარებასაც ვუთხარი. ჩემი უფლებები იყო სრულიად დარღვეული, გამოძიების დროსაც, სასამართლოს დროსაც. ანუ ეს არის ერთი სტრუქტურა დარღვეულია ყველაფერი", - განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.

რობაქიძის თქმით, ის ყველა ხერხს მიმართავს, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს.

„მე მაქსიმალურად უნდა ვეცადო, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ გაიგოს. აქ არ არის საუბარი ჩემს პიროვნებასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ხვალ განმეორდეს, ხშირია ასეთი ფაქტები ჩვენს ქვეყანაში. ანრი ოხანაშვილმა გასვლისას მომაძახა, რომ მე შენ გაჩვენებ მე ვინ ვარ და რას გაგიკეთებო, ეს დამიფიქსირა და მან მე 6 დღე ფაქტობრივად მაწამა საკანში. უჭმელი ვიჯექი 6 დღის განმავლობაში",- განაცხადა რობაქიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა