ანონსი 21 იანვარი

21 იანვარს, 09:30 საათზე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, პანელური დისკუსია თემაზე „უთანასწორობის დაძლევა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი გახსნიან.

მის: სასტუმრო „რუმსი“ (მერაბ კოსტავას #14)

21 იანვარს, 10:00 საათზე, დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მივა.

21 იანვარს, 10:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა - მედიკამენტები.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

21 იანვარს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედიონ ბლუ ივერიაში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან ერთად (DEA) შეხვედრას თემაზე: ღია მონაცემების პლატფორმის - WWW.DATA.GOV.GE-ის განვითარების გეგმები და პერსპექტივები გამართავს.

მის: ვარდების რევოლუციის მოედანი #1

საკონტაქტო: მაგდა გუგავა - 99420206

21 იანვარს, 10:30 საათზე, რაგბის კლუბ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: კრიზისი, ვაჭრობა, ქაოსი და რაგბის კავშირის ნგრევა - არსებული კატასტროფული რეალობა, მოთხოვნა და 31 იანვარს დაგეგმილი პრეზიდენტის არჩევნები.

მის:გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა-599726565

21 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საფინანსო საკითხების ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილი, კომპანია “ფრონტერას“ საკითხი: საქმიანობა საქართველოში და დავა სახელმწიფოსთან ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში.

მის: კოსტავას ქ. 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 იანვარს 11:00 საათზე თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას „Isuzu“-ს მარკის ახალ ავტობუსებს წარუდგენს.

მის: სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორია

საკონტაქტო: 591004931

21 იანვარს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

21 იანვარს, 11:00 საათზე, სახალხო დამცველი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგება.

სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრება.

21 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილი.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში (ბრიფინგების ოთახში) თინა ბოკუჩავა, ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის დედასთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.

21 იანვარს, 12:00 საათზე, ანა დოლიძე და „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ კამპანიის წარმომადგენლები სახელმწიფო კანცელარიასთან ბრიფინგს გამართავენ.

მის: პავლე ინგოროყვას N7

საკონტაქტო: 599437 403

21 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე სავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

21 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

21 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტშივლი, ადვოკატებთან ერთად მის პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარს პერფორმანსის ფონზე შეიტანს.

საკონტაქტო: ლაშა ჩხარტიშვილი - 558296980

21 იანვარს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, ზაქირ ჰასანოვთან შეხვედრას გამართავს.

პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული)

21 იანვარს, 16.30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა - ევროპარლამენტში ციხელაშვილის და კუჭავას გამოსვლასთან დაკავშირებით.

მის: ბარნოვის 40

21 იანვარს, 18:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გრიგოლ ვაშაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: კახეთის გზატკეცილი 45 ა

21 იანვარს, 19:00 საათზე, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის კურსი დაიწყება.

მის.: ილია ჭავჭავაძის გამზირი #49

საკონტაქტო: 995 595 56 96 56

21 იანვარს, 19:30 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას რომანის - „მონოლოგი სარწეველა სკამიდან“ - წარდგენა გაიმართება.

მის: ვაკის პარკი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N76, თბილისის მედიათეკა (ვაკის ფილიალი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა