სოფელ გუგუტიანთკართან, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ უკანონო ინსტალაციები აღმართეს, დღეს ე. წ. მესაზღვრეები აღარ გამოჩენილან

სოფელ გუგუტიანთკართან, იმ ტერიტორიაზე, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ უკანონო ინსტალაციები აღმართეს, დღეს ე. წ. მესაზღვრეები აღარ გამოჩენილან.

სოფლის პერიმეტრზე დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ლითონის ბოძების ინსტალაცია განახორციელეს. აღნიშნულ ბოძებზე შემდგომ ლითონის ღობეების მონტაჟს ახორციელებენ.

ამ უკანონო სამუშაოების შედეგად გუგუტიანთკარელების მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები დამატებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოქცეულა.

ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა