სალომე სამადაშვილი - რუსეთზე არც წარსულში განხორციელებულა ზეწოლა იმის საპასუხოდ, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენს ოკუპირებულ და მიმდებარე რეგიონებში

რუსეთზე არც წარსულში განხორციელებულა რაიმე ტიპის ზეწოლა იმის საპასუხოდ, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენს ოკუპირებულ და მიმდებარე რეგიონებში, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, რომელიც ჩორჩანა-პერევის მონაკვეთზე არსებულ ვითარებას ეხებოდა.

მისივე თქმით, ეს დაუსჯელობის სინდრომი რუსეთს აძლევს შესაძლებლობას, რომ ფაქტობრივად ბორდერიზაცია მოახდინოს და შექმნას მყარი საზღვარი.

„როდესაც ზაფხულში იყო დაძაბული ვითარება იგივე სოფლებში, ხელისუფლებამ რეალურად ვერანაირი ადეკვატური პასუხი ვერ გასცა ამ გამოწვევას. ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა მოლაპარაკებები რუსეთთან. არანაირი საერთაშორისო ზეწოლა არ განხორციელებულა რუსეთზე იმის საპასუხოდ, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე რეგიონებში. რა თქმა უნდა, ეს დაუსჯელობის სინდრომი რუსეთს აძლევს შესაძლებლობას, რომ ფაქტობრივად ბორდერიზაცია მოახდინოს და შექმნას მყარი საზღვარი და მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ფარავს მთელს საქართველოს ტერიტორიას, დღევანდელმა ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში არცერთი ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ ევროკავშირის მისიის ეფექტიანობა გაძლიერებულიყო ოკუპირებულ რეგიონებში და ამით მაინც შეგვძლებოდა დაგვეცვა საკუთარი ინტერესი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა