სალომე სამადაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობა მოელის ხელისუფლებისგან, რომ წავლენ მოლაპარაკებებზე არა ოპოზიციასთან, არამედ ქართველ ხალხთან, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვს

საერთაშორისო თანამეგობრობა მოელის დღევანდელი ხელისუფლებისგან, რომ გამოიჩენენ კეთილ ნებას და წავლენ მოლაპარაკებებზე არა ოპოზიციასთან, არამედ ქართველ ხალხთან, რომელიც მათგან ითხოვს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საგაზაფხულო სესიის განახლებასთან ერთად, პარლამენტის შენობასთან აქციები და პიკეტები განახლდება.

„მზარდ ხასიათს მიიღებს ჩვენი მხრიდან ქუჩის პროტესტის ორგანიზება და ქუჩაში ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, თუ ხელისუფლება არ წამოვა იმ დათმობაზე, რომელსაც ითხოვს ხელისუფლებისგან ამომრჩეველი და ხალხი. გასაგებია, რომ უკანასკნელი გამოკითხვებითაც ბიძინა ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ პროექტს სრულად აქვს ქვეყანაში ნდობა დაკარგული, გასაგებია, რომ მათთვის გადარჩენის საკითხია საარჩევნო სისტემა და ფიქრობენ, რომ მათთვის უფრო ხელსაყრელია. თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, არ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გადარჩება, უბრალოდ პროპორციული სისტემა ესაა ქართველი ხალხის მოთხოვნა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მოთხოვნას", - განაცხადა სამადაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს