სოფელ გუგუტიანთკართან, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ ლითონის ბოძების მონტაჟი განახორციელეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩავიდნენ.
სადამკვირვებლო მისიის მონიტორები არსებულ ვითარებას ადგილზე სწავლობენ.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გუგუტიანთკართან დღეს არ გამოჩენილან.
სოფლის ერთ-ერთი მცხოვრების გრიგოლ გუგუტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე განხორციელებული უკანონო სამუშაოების შედეგად მიწის ნაკვეთები საოკუპაციო ხაზის მიღმა არ მოქცეულა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა მიმართულებით გააგრძელებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ღობის მონტაჟს.
„ეს ბოძები გუშინ დაამონტაჟეს, დაახლოებით 100 მეტრის პერიმეტრზეა დამონტაჟებული. აქეთ გადმოწეული არ არის. დღეს აღარ გამოჩენილან, მაგრამ არც ის ვიცით, რა მიმართულებით გააგრძელებენ ამ ღობის დამონტაჟებას”, - განაცხადა გრიგოლ გუგუტიშვილმა.