მაია ბითაძემ გაერო-ს განვითარების პროგრამის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP) უთანასწორობის დაძლევისა და საქართველოში განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე შეხვედრა გამართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო, რომელიც პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

„ნებისმიერი პროექტი, რომელსაც აღმასრულებელი მუნიციპალურ დონეზე ახორცილებს, მათ შორის თბილისის მერია, მიმართული უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნაზე და ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისკენ, რომელიც მათი ქონების კაპიტალიზაციას მოახდენს. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ის ქმედებები, რასაც თბილისის მერია დღეს ახორციელებს, გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია და ტრანსპორტის, ურბანული განვითარების, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის კუთხითაა განსახორციელებელი. ამ პროექტებში გათვალისწინებულია ინკლუზიისა და გენდერული თანასწორობის საკითხები, ასევე, ყველა ის ძირითადი მიმართულება, რაც საქართველოს და კერძოდ, თბილისის ეკონომიკას გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა ბითაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა მდგრადი განვითარების მიღწევის პოლიტიკასა და უთანასწორობის დაძლევის გზებზე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის განვითარების 2019 წლის ანგარიშის - „შემოსავლების მიღმა, საშუალოების მიღმა, დღევანდელობის მიღმა: ადამიანის განვითარების უთანასწორობა 21-ე საუკუნეში“ პრეზენტაცია. ანგარიშში მოცემული ანალიზი სცდება შემოსავლების ფაქტორს და აფასებს უთანასწორობის იმ ახალ ასპექტებს, რომლებიც ადამიანებს უზღუდავს შესაძლებლობას და საფრთხის ქვეშ აყენებს მათ კეთილდღეობას. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით საქართველო 70-ე ადგილზეა 189 ქვეყანას შორის. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო UNDP-ისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ჩატარებული ტექნიკური ანალიზის მიგნებები, რომელიც ასახავს საქართველოს წინსვლას მდგრადი განვითარების მიღწევის მიმართულებით.

ცნობისთვის, ღონისძიების ორგანიზატორი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იყო. დისკუსია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონიმ გახსნეს. შეხვედრას, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ