ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სიმბოლურია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას არ ესწრებიან

ჩემთვისაც მიუღებელია და ვერავისგან ვერ გავიზიარებ იმას, რომ თქვენ არ გაღელვებთ ან რომელიმე პატიმრის ან რომელიმე თანამშრომლის ბედი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, თეა წულუკიანის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, სიმბოლურია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ანგარიშის განხილვას არ ესწრებიან.

„სიმბოლურია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ქუჩის ოპოზიციად იქცნენ, ასეთი ანგარიშის განხილვის დროს აქ რომ არ ესწრებიან. ეს ადამიანები არიან სწორედ ის ხალხი, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე ხელფასს იღებენ. მერე რა, რომ ამომრჩეველმა მისცა ამ ადამიანებს ხმა, კი ბატონო, პატივს ვცემ ნებისმიერი ადამიანის არჩევანს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, მაგრამ აი, ასეთი ანგარიშების განხილვის დროს, როდესაც ადამიანის უფლებებზე დებ თავს და დარბიხარ ციხეში პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, არ ესწრები ასეთ ანგარიშს, ეს მიუთითებს მათ უპასუხისმგებლობაზე, მათ ე.წ. ადამიანის უფლებების დაცვაზე. ყველა ოპოზიციურ ჯგუფს არ ეხება, აქ არიან გარკვეული ჯგუფები, თუმცა საუბარია განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მათ სატელიტებზე.

საარჩევნო წელი გველის და როდესაც ბინძურად ცილს გწამებს ოპოზიცია, რომ თურმე სისტემურ პრობლემას აქვს ადგილი, სამწუხაროა, რომ სწორედ მათ შორის ამ ანგარიშს ეყრდნობიან. რაც არ უნდა სურვილი ჰქონოდა სახალხო დამცველის ოფისს, როგორ შეიძლება, გამოწვევებზე არ ვისაუბროთ და ვინმე არ იყოს ორიენტირებული მათ იდენტიფიცირებასა და გადაჭრაზე? სამწუხაროდ, ეს ანგარიში გახდა დასაყრდენი ამ უპასუხისმგებლო ოპოზიციისთვის, რომ ესაუბრათ, ნახეთ, „ქართული ოცნება“ რას აკეთებს, ციხეებში დააბრუნა სუბკულტურა. დარწმუნებული ვარ, წაკითხულიც არ აქვთ სრულად“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

მანვე მიმართა თეა წულუკიანს და აღნიშნა, რომ ხედავს მინისტრის მიდგომებსა და მოწადინებას, დაიცვას თითოეული ადამიანის უფლება.

„ძალიან კარგად იცის, ადამიანმა, რომელსაც აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობის გამოცდილება, რას ნიშნავს ადამიანის უფლებებზე ზრუნვა. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მიუღებელია და ვერავისგან ვერ გავიზიარებ იმას, რომ თქვენ არ გაღელვებთ ან რომელიმე პატიმრის ან რომელიმე თანამშრომლის ბედი. სწორედ თქვენ ძალიან კარგად გესმით ადამიანის უფლებები და ხართ ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია ჩვენს გუნდში და რომელიც ადამიანის უფლების სადარაჯოზე იდგა, დგას და იდგება ყოველთვის“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა