ნინო ლომჯარია - ომბუდსმენის ფუნქციაა ის, რომ ადამიანები დაიცვას გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრისგანაც

ჩემი ვალია ადამიანების მათგან დაცვა და არა მათი დაცვა, - ასე პასუხობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაკეთებულ განცხადებას, რომ ის არ არის მისი ან ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი.

„სახალხო დამცველის ფუნქციაა ის, რომ ადამიანები, მოქალაქეები დაიცვან გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრისგანაც. შესაბამისად, ჩემი ვალია ადამიანების მათგან დაცვა და არა მათი დაცვა. ამიტომ ვერ ვხვდები, კონკრეტულად რას გულისხმობენ, თუ მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ყველას უფლებას დაიცავს. თუმცა, მე ვერ მოვისმინე კონკრეტული მაგალითები, რა შემთხვევებზე აქვს საუბარი იუსტიციის მინისტრს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს. მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება, არ ხართ ჩემი ომბუდსმენი“, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს