დავით ჯანდიერი - წულუკიანის თავდასხმები სახალხო დამცველის მიმართ არის აქცენტის გადატანა - ის გამოირჩევა სიძულვილის ენით, როდესაც მის მიერ ჩაფლავებულ რეფორმებს ამხელენ

თეა წულუკიანის თავდასხმები სახალხო დამცველის მიმართ არის აქცენტის გადატანა არსებითიდან არაარსებითზე, - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრის განცხადებებს „ინტერპრესნიუსთან“ იურისტი დავით ჯანდიერი.

ჯანდიერის თქმით, ამ ვითარების ფონზე არავითარი მორალური უფლება მინისტრს არ აქვს, მართავდეს იმ უწყებას, რომელშიც ადამიანის უფლებების დარღვევა სისტემურ ხასიათს ატარებს.

„სახალხო დამცველის ანგარიში ადასტურებს, რომ პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების მნიშნელოვანი დარღვევები სისტემურ ხასიათს ატარებს. მნიშვნელოვანი პრობლემებია იდენტიფიცირებული სხვადასხვა მიმართულებით, არ არის ძალადობისგან დაცული გარემო, თანამშრომლობის მხრიდან პატიმრებზე ძალადობა მაქვს მხედველობაში, ასევე პატიმართა შორის ძალადობა. ასევე, არ ხდება სათანადოდ ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და დოკუმენტირება. ძალიან თვასლაჩინოა კრიმინალური სუბკულტურის არაფორმალური მმართველობა, რაც ფაქტია, იუსტიციის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. ასევე, ძალიან პრობლემური ადგილი აქვს უსაფრთხოების ზომების არამიზნობრივ გამოყენებას, რაც ევროპის შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტაციით, წარმოადგენს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ამ ვითარების ფონზე არავითარი მორალური უფლება მინისტრს არ აქვს მართავდეს იმ უწყებას, რომელშიც ადამიანის უფლებების დარღვევა სისტემურ ხასიათს ატარებს. რაც შეეხება სახალხო დამცველზე გაღიზიანებას, ამის უკან დგას ის, რომ ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სახალხო დამცველს, ხოლო თავად წულუკიანის თავდასხმები სახალხო დამცველის მიმართ ეს არის აქცენტის გადატანა არსებითიდან არაარსებითზე. ის გამოირჩევა, ამაში ახალი არაფერი არაა, სიძულვილის ენით, როდესაც მის მიერ ჩაფლავებულ რეფორმებს ამხელენ“, - განაცხადა ჯანდიერმა.

რაც შეეხება, სახალხო დამცველის რეაგირების არარსებობას ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ ოპოზიციის განცხადებებზე, დავით ჯანდიერმა მას „ტრაგიკული მონური მორჩილების დემონსტირება“ უწოდა.

„ეს არის ტრაგიკული მონური მორჩილების დემონსტრირება, რომელიც არამგონია ბიძინა ივანიშვილისთვის იყოს მისაღები. ის გაურბის პრობლემებს იმიტომ, რომ რეალურად ანგარიში არის საკმაოდ ვრცელი, კვალიფიციურად შესრულებული და დოკუმენტირებული ფაქტები. ბუნებრივია ამაზე პასუხისმგებლობა აქვს მინისტრს, რომელსაც ევალება რომ არ იყოს ის უმძიმესი პრობლემები, რომელიც ანგარიშშია საუბარი. ის გაურბის ამ პრობლემებს და ცდილობს აქცენტი გადაიტანოს მნიშვნელოვანი საკითხებიდან აბსოლუტურად არამნიშვნელოვან საკითხებზე. ამის ერთ-ერთი დადასტურება არის ის განცხადება, რომელიც მან სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჩაცმულობასთან დაკავშირებით გააკეთა“, - განაცხადა ჯანდიერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა