რელიგიის სააგენტომ რელიგიური გაერთიანებებისათვის 2020 წლის ბიუჯეტი გაანაწილა

რელიგიის სააგენტომ რელიგიური გაერთიანებებისათვის 2020 წლის ბიუჯეტი გაანაწილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის სააგენტოდან აცნობეს.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2020 წლის 20 იანვრის N1/216-ე რეკომენდაციით, რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან ამ ეტაპზე გაუნაწილა 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი - შემდეგი ოდენობებით:

საქართველოს ისლამურ თემს - 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი;

საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს - 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;

საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;

საქართველოს იუდეურ თემს - 300 000 (სამასი ათასი) ლარი.

2020 წლისთვის დარჩენილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი განაწილდება მოგვიანებით,“-აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ