ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩვენება არ შეუცვლია

ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩვენება არ შეუცვლია და ის თანხვედრაშია, მის მიერ მიცემულ სხვა ჩვენებებთან.

აღნიშნულის შესახებ ჩინჩალაძემ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს დაიკითხა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მან დეტალურად განმარტა, თუ რა მოხდა 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე და მის მიერ მიცემული ჩვენებები შეესაბამება სასამართლოში პირველი ინსტანციის მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიცემულ ჩვენებას და ასევე, არაერთი ჩვენება აქვს გამოძიებაში მიცემული. დღევანდელი ჩვენება, თანხვედრაშია მის მიერ ნებისმიერ ჩვენებასთან, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეში აქვს დაფიქსირებული. დეტალურად ვის, რა ეჭირა ხელში და ვინ ვის რა საგანს ურტყამდა, მე მესმის საზოგადოებრივი ინტერესი თუმცა, ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ არ არის სასურველი ასეთი წვრილმანი დეტალები გავაჟღეროთ. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა რაც დღეს ისაუბრა სრულ შესაბამისობაშია მის მიერ დღემდე მიცემულ ყველა ჩვენებასთან. ბრალდების მხარეს დავეთანხმები, მან დეტალურად ისაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ვინ სად იდგა, ვის ხელში რა საგანი ნახა და ა.შ.“, - განაცხადა ჩინჩალაძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს