გიგი უგულავა - გასაოცარი დემოკრატიის მეშვიდე წელს, ევროპარლამენტიდან გასაოცარ კრიტიკას ვიღებთ

გასაოცარი დემოკრატიის მეშვიდე წელს, ევროპარლამენტიდან ვიღებთ გასაოცარ კრიტიკას,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს პარტნიორები ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ, რაც ადასტურებს იმას, რომ მათ კარგად ესმით, თუ ვინ იღებს რეალურად გადაწყვეტილებებს.

„პრაქტიკულად არავის მსოფლიოში, ვინც საქართველოზე ფიქრობს, საქართველოს მეგობრებს, არავის სჯერა ივანიშვილის ვერსიის, რომ თურმე იქ დაჩი ბერაიამ და ხუნდაძემ ხმა აიმაღლეს და ამბოხი მოაწყვეს. კატეგორიული მოთხოვნაა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და აქაც სრულიად ყველაფერს აეხადა ფარდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპარლამენტარები იმ ადამიანებს, ვინც დღეს უკანონოდ იმყოფებიან ციხეში, უწოდებენ პოლიტპატიმრებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც აღარ დარჩა დამოუკიდებელი ტელევიზია, რომლის დირექტორი ან მფლობელი დაკითხვაზე არ დადის, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ყველა პოლიტიკური ლიდერი ან დასაჭერთა სიაშია ან დაჭერილია და მიდის გამალებული რეპრესიები. ყველაფერ ამას ემატება ის გარემოება, რომ პრაქტიკულად ტრენდი იქმნება მსოფლიოში, რომ აგერ პუტინიც კი, რომელიც თავისი ვადის კიდევ უფრო გახანგრძლივებას ცდილობს, ბაძავს იმ სისტემას, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა არაფორმალური მმართველობის პირობებში. მთავარი რაც არის, ივანიშვილმა არაფორმალური მართვა იმიტომ კი არ გადაწყვიტა, რომ ეზარებოდა მართვა, თუმცა, ესეც არის, გადაწყვიტა იმიტომ, რომ არ გამოჩენილიყო, დამალულიყო და ეს საქმეები პირდაპირ, ასე ვთქვათ, არ შეტენოდა, მაგრამ აქაც მან სრული ფიასკო განიცადა, რადგან ვნახეთ ევროპარლამენტში პასუხისმგებელი არავის უხსენებია მათ შორის გახარიაც კი, არამედ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ივანიშვილი და ეს ყველას კარგად აქვს გასიგრძეგანებული. ამიტომ, ვერც პასუხისმგებლობას გაექცევა და შესაბამისად, „ქართული ოცნება“ რაც უფრო გააჭიანურებს პროცესს ნორმალური საარჩევნო სისტემის დაბრუნებისკენ, მანამდე ეს კრიტიკა არ დამთავრდება, მეტიც იქნება შეუქცევადი და საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ მიიყვანს სრულ დელიგიტიმაციამდე,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იყო საუბარი. ევროპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს. ევროპარლამენტის რამდენიმე წევრის მხრიდან მწვავე განცხადება გაკეთდა, მათ შორის საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარებაზე, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე და ასე შემდეგ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს