ენერგეტიკის თემატიკით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის სემეკი „მედია კლუბის“ განახლებულ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) პროექტ „მედია კლუბის“ ფარგლებში ტრენინგების ახალ კურსს იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, თემატიკა მოიცავს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების სამართლებრივ ჩარჩოს, ახალ კანონს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და შესაბამის ცვლილებებს რეგულაციებში; ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებული დირექტივების ჰარმონიზებას ქართულ კანონმდებლობაში, ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციებსა და როლს ენერგეტიკაში.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა უწყებებიდან. ასევე, დაგეგმილია უცხოელი ექსპერტების მოწვევა ევროპული დირექტივების იმპლემენტაციის საკითხებზე. ტრენინგები დაიწყება თებერვალში და მისი ხანგრძლივობა იქნება 4 თვე. გაიცემა სერტიფიკატი.

მათივე ცნობით, მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ქვემოთ მოცემული ლინკის საშუალებით: http://gnerc.org/ge/saregistratsio-forma

„რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 იანვარი. სარეგისტრაციო ფორმა განთავსებული იქნება სემეკის ვებგვერდსა (www.gnerc.org) და Facebook გვერდზე.

ერთი კვირის განმავლობაში ჩატარდება ერთი ტრენინგი, რომლის ხანგრძლივობაც იქნება 2-3 საათი.

ტრენინგის ჩატარების დღეები და დაწყების საათები განისაზღვრება მონაწილეებთან შეთანხმებით.

ტრენინგის ფარგლებში განსახილველი თემები:

საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“;

ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციები - ელექტრონული პლატფორმა;

ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების აუცილებლობა; ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები;

დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი;

ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოთამაშეები, რეგულაციები, მოსალოდნელი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები;

ბუნებრივი გაზის ბაზრის რეგულაციები, მოსალოდნელი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები;

რატომ ვერ იქნება უფასო ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, სასმელი წყალი - სატარიფო რეგულირების პრინციპები;

სმარტ აღრიცხვის სისტემა;

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებელთა უფლებები და ვალდებულებები;

განახლებადი ენერგიები/ენერგოეფექტურობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს