პოლონეთის პრემიერი - 1945 წელს დასავლეთ ევროპისთვის ტრაგიკული პერიოდი დასრულდა, ბევრი ევროპული სახელმწიფოსთვის კი ახალი ტრაგედია დაიწყო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავეცკიმ ჰოლოკოსტის საერთაშორისო ფორუმის პარალელურად ღია წერილი გაავრცელა, სადაც რუსეთი ნაცისტური გერმანიის ხელშეწყობაში დაადანაშაულა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოსკოვი ისტორიის გადაწერას ცდილობს. მორავეცკიმ 1945 წელს, ახალი ტრაგედიის დაწყება უწოდა.

„დასავლეთ ევროპისთვის ისტორიის ეს ტრაგიკული პერიოდი 1945 წელს დარულდა, მაშინ როცა ნაცისტური გერმანია დამარცხდა, მაგრამ ბევრი ევროპული სახელმწიფოსთვის, მშვიდობის გამოცხადება ტრაგედიის დასასრულს კი არა ახალი ტრაგედიის დასაწყისს ნიშნავდა“,-წერს მორავეცკი.

მისივე თქმით, ოსვენციმი საბჭოთა კავშირს არ გაუთავისუფლებია.

„საბჭოთა კავშირმა არ გაათავისუფლა ვარშავა, როგორც ამას რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა...სანამ პოლონელი ხალხი იმედით ელოდა დახმარებას, სტალინს არასდროს უბრძანებია წითელი არმიის ჩარევა. წითელ არმიას ბანაკის გათავისუფლება ნახევარი წლით ადრეც შეეძლო. 1944 წლის ზაფხულში საბჭოთა არმია ოსვენციმიდან 200 კილომეტრში იდგა, მაგრამ შეტევა არ დაიწყეს, საშუალება მისცეს გერმანელებს უკან დაეხიათ და მოეხდინათ სიკვდილის მარშების ორგანიზება 1945 წლის იანვრამდე. ებრაელთა გადარჩენა არასდროს იყო პრიორიტეტი სტალინისა და წითელი არმიისთვის“, - ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, ისრაელში გამართულ ჰოლოკოსტის საერთაშორისო ფორუმს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟჯეი დუდა პროტესტის ნიშნად არ დასწრებია. მისი თქმით, მას არ სურს „პუტინის ტყუილებს უსმინოს“.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს