საპატრიარქოს ინფორმაციით, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული. გამოცემული ბრძანება 20 იანვრით არის დათარიღებული.

„საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოის მიერ (16.12.2019) და ჩვენი ბრძანებით (N205) გაფრთხილების მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის. (საფუძველი მოციქულთა 55-ე და მე-2 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 კანონების დარღვევა)“,-ნათქვამია ბრძანებაში.

"ინტერპრესნიუსი" აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს დაუკავშირდა. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ბრიფინგი ჩაინიშნება.

იხილეთ ვიდეო: მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ