თსუ-ს რექტორი გია შარვაშიძე პლაგიატთან დაკავშირებით, მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას ეხმაურება და განმარტებებს აკეთებს

უნივერსიტეტის განვითარების ქვაკუთხედი არის მისი რეპუტაცია, როცა უნივერსიტეტის რექტორს უტევ, ეს არ არის პერსონალური შეტევა, ესაა შეტევა უნივერსიტეტზე,- ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა, გია შარვაშიძემ განაცხადა, რითაც პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა.

როგორც შარვაშიძემ აღნიშნა, ვინაიდან, ეს არის საკანონმდებლო დოკუმენტი, მასზე საავტორო უფლებები არ ვრცელდება და შესაბამისად, პლაგიატზე საუბარი ზედმეტია.

მისივე თქმით, Turnitin-ის და "ურკუნდის" პროგრამებში დისერტაციის 2003 წლის დროინდელი ვერსია გაატარეს და აღმოჩნდა, რომ ამ დოკუმენტში დამთხვევა turnitin-ის პროგრამით მხოლოდ 8% დაფიქსირდა, ხოლო "უნკუნდის" პროგრამით 0%.

"ეს თემა არ დაწყებულა წელს და არ დაწყებულა ერთი თვის წინ. ცვლილებას ჰყავს თავის მოკავშირეები და მოსურნეები და ბევრს არ მოსწონს ხოლმე. პირველი ფაქტი ის იყო, რომ თითქოს საერთოდ არ მაქვს დაცული დისერტაცია. მერე იყო საჩივარი იმის შესახებ, რომ დოქტორის დიპლომი, რომელიც მაქვს, არ არის ნამდვილი, ამაზეც გავეცით პასუხი, იმიტომ, რომ გვინდა ვიყოთ ტრანსფარენტულები. სპეციალურად წავედით ხარისხის ცენტრში და ავიღეთ შესაბამისი დასკვნა, რომ ნამდვილია ეს დისერტაცია. არის დაცული და გვაქვს ამის დადასტურება. ის დისერტაცია, რაზეც აპელირებს, იყო დაცული უმაღლესი განათლების სტრუქტურულ რეფორმებზე საქართველოში და კერძო უმაღლეს განათლებას. ის დოკუმენტი, რაზეც არის აპელირება ხდება, მე არ მინახავს, მე ვნახე მხოლოდ "ფეისბუქ" პოსტები. საერთოდ მიმაჩნია, რომ "ფეისბუქ" პოსტებით, სოციალური ქსელის პოსტებით ამ საკითხის გარჩევა არ არის სწორი. არსებობს უფრო აკადემიური გარემო, სადაც ასეთი საკითხები ირჩევა. ამდენად, რამდენიმე მცდელობა გვქონდა იმისა, რომ დაგვედგინა რასთან გაქვს საქმე. მივმართეთ თხოვნით, Turnitin -ის პროგრამაში გავატარეთ ეს დისერტაცია. ჩვენი ვარაუდით, ეს არის დისერტაციის ხელნაწერი, რომელიც ინახება საჯარო ბიბლიოთეკაში, ერთ-ერთი ვერსიაა 2003 წლის. ამ დოკუმენტში დამთხვევა დაფიქსირდა 8%. ეს 8% არის ახსნილი, თუ რა არის ეს დამთხვევები. რამდენიმე ექსპერტი, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს, ამას აწერს ხელს. Turnitin-ის გარდა, არსებობს კიდევ ერთი სისტემა - "ურკუნდი". გავატარეთ "ურკუნდში" და მივიღეთ პასუხი, რომ არ დაფიქსირდა პლაგიატი და დამთხვევა 0% წერია. რაც შეეხება იმას, თუ რაზე აპელირებს ის პროფესორი, აპელირება არის იმაზე, რომ 34% არის დამთხვევა. ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს ეს 34 %. კიდევ ერთხელ ვამბობ, კარგია, როცა არის ბევრი საშუალება დადგენისა, თუმცაღა დადგენა იქნება 34%, 8 %, თუ 0%, არაფერს არ გვაძლევს, თუ არ ჩავხედეთ შინაარსს და შეესაბამება თუ არა ის იმას, რაზეც არის საუბარი",-განაცხადა შარვაშიძემ.

შარვაშიძის მტკიცებით, მითვისება არ მომხდარა და აღნიშნული პლაგიატი არ არის.

"ამ შემთხვევაში, საუბარია პარლამენტის დადგენილებაზე და არა ბროშურაზე. ეს არის ის დოკუმენტი, რომლის თანაავტორიც გახლდით და ვიყავი ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, თუმცა მითვისება არ მომხდარა, ამ ჯგუფის საჯარო დოკუმენტის, მე რომც არ ვყოფილიყავი წევრი და ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, აქ არ იქნებოდა არანაირი პლაგიატი, რადგან ამ შემთხვევაში საავტორო უფლებები არ ვრცელდება ასეთი სახის დოკუმენტებზე, არ ვრცელდება საკანონმდებლო აქტებზე. ის 34% რა არის, ამ განცხადების ავტორს უნდა ჰკითხოთ რა არის - ვინმემ "ფეისბუქში" გამოიყენა?! ხელში გვაქვს დასკვნა, სადაც წერია, რომ მხოლოდ 8 % არის დამთხვევისა და ჩაშლილია რას ნიშნავს. მე ვამბობ, რომ ეს პლაგიატი არ არის. ეს დოკუმენტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა და სადაც მუშაობდა საექსპერტო ჯგუფი, მათ გარდა მუშაობდა კიდევ ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც არის ძირითადი ავტორი ამ დოკუმენტისა. ამიტომ ყველაზე მეტი პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ ან ჯგუფის წევრებს, მაგრამ რადგან ეს არის საკანონმდებლო დოკუმენტი, ამდენად, ამაზე არ ვრცელდება საავტორო უფლებები", - განაცხადა შარვაშიძემ.

ცნობისთვის, თსუ-ს რექტორს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი პლაგიატში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაშრომი, რომლითაც დისერტაცია დაიცვა პლაგიატია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო