ანონსი 23 იანვარი

23 იანვარს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და თემურ გოგოხიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 იანვარს, 10:15 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილისა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 იანვარს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 იანვარს, 10:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ანგარიშის „საქართველოს უზენაესი სასამართლო - ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი“ პრეზენტაციას გამართავს.

მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, USAID საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების მიმართულების დირექტორი ადამ შმიტი.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.#13

საკონტაქტო: მაგდა გუგავა - 599420206

23 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: 30 იანვარს დაგეგმილი რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

23 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნესტან ლონდარიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნა. მიმართვა პროკურატურას.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატები გიორგი ჩერქეზია და სალომე აბესლამიძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: აზარტული თამაშების კომპანიაში მოთამაშეებმა ჯეკპოტი მოიგეს, რომელსაც კომპანია არ გასცემს. ადვოკატების მტკიცებით, კომპანია თაღლითობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთა მოთამაშეების პერსონალურ მონაცემთა ხელყოფის ფაქტები.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „ახალი საქართველოს“ გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის საქმის განხილვა გაიმართება.

საკონტაქტო: 555602634 ირაკლი გაბისონია

23 იანვარს, 12:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტთან შეხვედრას გამართავენ.

ფრაქციის სათათბირო ოთახი N218 (C კორპუსი, II სართული)

23 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 იანვარს, 13:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური ქსელის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) 2019 წლის რეიტინგებში საქართველოს შედეგები გასაჯაროვდება.

მის.: დავით აღმაშენებლის #61

საკონტაქტო პირი: ნინო ხუციძე - 593 266 177

23 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ახალგაზრდებში სუიციდის, აზარტული თამაშებისა და ნარკომანიის პრევენციის, ახალგაზრდების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და სიჯანსაღის, განათლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების ინიციატივა განიხილება.შეხვედრას ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად დაესწრებიან ამ სფეროში მოღვაწე ფსიქოლოგები, ნარკოლოგები და იურისტები.

მის: კოსტავას 75ბ (ყოფილი ტელეკომპანია „მზის“ შენობა)

საკონტაქტო: ნინო ხომერიკი - 599-88-15-05

23 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 იანვარს, 13:30 საათზე, "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: კონგრესმენების წერილი და მაიკლ კარპენტერის შეფასება

მის: ავალიშვილის 8

საკინტაქტო: 555602634 ირაკლი გაბისონია

23 იანვარს, 15:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრას გამართავენ.

მის: ჭავჭავაძის გამზ. #64ბ

23 იანვარს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პრემია „ლიტერას“ ლაურეატი მწერლის, იაგო თვალაბეიშვილის ახალი წიგნის - „გარდასულები“ წარდგენა გაიმართება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს