დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბანკო საქმის სპეციალობით 1999 წელს.
1995-1996წწ. საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე; 2000, 2002 და 2004წწ. საქართველოს შვიდკაცა რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშე; 2002-2004წწ. თამაშობდა სარაგბო კლუბ "ორიაკში" (საფრანგეთი); 2003, 2007 და 2011წწ. "მსოფლიო თასის" თამაშების მონაწილე; 2005 წელს მონაწილეობდა შვიდკაცა რაგბის მსოფლიო თასზე, იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი; 2004-2009წწ. თამაშობდა სარაგბო კლუბ "ორლიანში" (საფრანგეთი); 2000-2013წწ. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშე; 2007-2013წწ. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გუნდის კაპიტანი; 2009-2013წწ. თამაშობდა სარაგბო კლუბ "ოსერიში" (საფრანგეთი); 2012-2013წწ. სარაგბო კლუბ "არმაზის" მოთამაშე; 2013-2015წწ. საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი; 2014-2016წწ. თბილისის საკრებულოს წევრი.
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, ფრაქცია "ქართული ოცნება“, წევრი (2016-2017);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეები", ფრაქციის მდივანი (2017-);
ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
· ევროპის ერთა თასის მფლობელი 2001, 2007, 2008, 2009, 2011, 2012, 2013 წლებში.