18 მარტი, 10:30 საათზე, პროექტის - „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას დავით სერგეენკო, მიხეილ სარჯველაძე, თამილა ბარკალაია, ბექა ძამაშვილი, კატალინ გერმანი და ღასან ხალილი დაესწრებიან.
მის: ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი, გუდიაშვილის ქუჩა # 7
საკონტაქტო: მაია ქურციკიძე - 599 53 30 71
18 მარტს, 10:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრების შეხვედრა PACE Group-ის წარმომადგენლებთან.
18 მარტს, 11:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
18 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
18 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში გაეროს ექსპერტი ტრანსპორტის და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავმჯდომარე გელა კვაშილავა განცხადებას გააკეთებს.
თემა: თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა - ცვლილებები და სიახლეები სატრანსპორტო სქემაში. მის: კოსტავას ქუჩა 47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
18 მარტს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
18 მარტს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)
18 მარტს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პლიტოლოგთა ასოციაციის" თავმჯდომარე ვეფხვია გულედანი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
მის: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
18 მარტს, 12:00 საათზე, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე და იურისტი „მედიაცენტრ მთავარში" საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
მის: გალის ქუჩა #1.
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565
18 მარტს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან პოლიტიკური მოძრაობა "დროა" და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას გამართავენ.
თემა: აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობისთვის კარანტინის წესის გაუქმება.
საკონტაქტო: თამთა გოგოლაძე - 593959583
18 მარტს, 14:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.
მის: საპატრიარქო, ერეკლე II მოედანი
საკონტაქტო: 595 053 605 ნინი; 599 04 47 12 ნინი
18 მარტს, 15:00 საათზე, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით დიღმის ჭალების საინიციატივო ჯგუფი ონლაინ კვლევას წარადგენს.
თემა: რა მნიშვნელობის მატარებელია დიღმის ჭალები თბილისისთვის, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს და როგორ შეიძლება ეკოლოგიური კრიზისის დაძლევა.
ღონისძიების ბმული ფეისბუქის გვერდზე: https://bit.ly/3rSfGHk
18 მარტს, 16:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში გაიმართება "ლელოს" ლიდერების საბა ბუაძის, ირაკლი კუპრაძის, თაზო დათუნაშვილი და ახალგაზრდული ორგანიზაციის ორი წევრის სასამართლო პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დამტკიცების დღეს აქციაზე დაკავების საქმეზე.
18 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მორიგი შეხვედრა გაიმართება.
თემა: ამხანაგობა „აქოლისი“ მცხეთის გენგეგმის კონცეფციას დაინტერესებულ მხარეებსა და პროფესიულ წრეებს აცნობს.
მის: თაბუკაშვილის 5
საკონტაქტო ნომერი : 599 757536
18 მარტს, 17:00 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ბრიფინგის გამართავს.
მის.: კახეთის გზატკეცილი 99 ( დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი) .