ვაჟა სირაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ დაპირისპირებაზე - დაძაბულობა პოლიციამ განმუხტა - დაკავებული არავინ არ არის

პოლიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდი ვითარება და ადგილი არ ჰქონდეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებს, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, „ექსპო ჯორჯიაში" განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს.

მისი თქმით, დაპირისპირების შედეგად არავინ არ დაუკავებიათ.

„ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ამ ეტაპისთვის მშვიდი ვითარებაა. იყო გარკვეული დაძაბულობა, რომელიც პოლიციის მიერ განიმუხტა. პოლიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ადგილზე შევინარჩუნოთ მშვიდი ვითარება და ადგილი არ ჰქონდეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებს. დაკავებული არავინ არ არის“ , - განაცხადა სირაძემ.

„ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე, დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ცნობისთვის, დღეს, „ექსპო ჯორჯიაში" რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე.

გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა