იოსებ ტყემალაძე - ეს სანატრელი დღე დადგა - ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავალთ სამუშაო რეჟიმში

სარაგბო სამყაროს ვულოცავ - ეს დღე დადგა, - ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეულმა იოსებ ტყემალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწრაფად დაიწყებენ იმ გეგმების განხორციელებას, რაც დაანონსებული ჰქონდა.

„სარაგბო სამყაროს ვულოცავ! შიგნით საკმაოდ მშვიდობით წარიმართა ეს პროცესი, გარეთ აჟიოტაჟისთვის წუხილს გამოვთქვამ. ვიცოდით, რაც იყო დაანონსებული. სასწაული არაფერი მომხდარა, რაც მოხდა დასანანია. კლუბებს გაუჭირდათ მოსვლა, მაგრამ ვინც ვერ შეძლო მოსვლა, მესმის და მინდა ვუთხრა მათ, რომ ეს მათთან თანამშრომლობას ხელს არ შეუშლის.

ეს სანატრელი დღე დადგა. წელიწადზე მეტია რაგბის კავშირს არ ჰყავს პრეზიდენტი. მინდა რაგბის გამგეობას მადლობა გადაუხადო და მათ, ვინც აქამდე მოიტანა ეს პროცესი. ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავალთ სამუშაო რეჟიმში“, - განაცხადა ტყემალაძემ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. მანამდე, „ექსპო ჯორჯიაში", სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა