ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2020

არანაირი გაიაფება არ იქნება! - შეიძლება ზოგი რამ გაძვირდეს კიდეც

"ეს პოლიტიკური სიგნალები ხელისუფლებამ ყურად უნდა იღოს“ – მაისაია

***

არანაირი გაიაფება არ იქნება! - შეიძლება ზოგი რამ გაძვირდეს კიდეც

თავბრუდამხვევი ინფლაციის შემდეგ, ქვეყანაში იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები ისევ “სტაბილურად მძიმეა”. 2020 წელი საქართველოში უკვე გაზრდილი ფასებით დაიწყო, რაზეც გავლენა შარშანდელმა მძიმე ეკონომიკურმა ფაქტორებმა მოახდინა. შარშან ზოგიერთ პროდუქტები იმდენად გაძვირდა, რომ ევროპისა და ამერიკის ფასებს დაუახლოვდა. ამის ფონზე კი, იმპორტიორები დიდი ხანია ამბობენ, რომ თუ ეროვნული ვალუტა 2.70-ის ნიშნულისკენ არ წამოვა, არავითარი შეღავათი ბაზარზე არ იქნება, ხოლო ზოგიერთი რამ გაძვირდება კიდეც”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, არანაირი გაიაფება არ იქნება! - შეიძლება ზოგი რამ გაძვირდეს კიდეც / მთავრობა და ეროვნული ბანკი პირობას ვერ ასრულებენ, ლარი არ მყარდება, შესაბამისად, გაძვირების საფრთხე ძალაშია

"სხვადასხვა ეკონომიკურმა ფაქტორებმა, ინფლაციის და ლარის არაერთმა ანტირეკორდმა, ბაზარზე ძალიან ცუდი ასახვა ჰპოვა, რის გამოც შესაძლოა, წელსაც მაღალი ფასები გვქონდეს, რადგან ეროვნულ ვალუტას, იმპორტიორების მიერ მოთხოვნილ 2.70 ნიშნულამდე ძალიან ბევრი უკლია. ეროვნული ვალუტის შარშანდელი გაუფასურებისა და საფასო ანტირეკორდების შემდეგ, წელს ინფლაციის დაგეგმილზე მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი. ეროვნულმა ბანკმა, 2020 წლის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ით განსაზღვრა, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ინფლაცია დაგეგმილზე მეტი იქნება. არა იმ ზღვარზე, როგორიც 2019 წელს იყო, მაგრამ ყოვლ შემთხვევაში სებ-ს ამჯერადაც სიზუსტე უმტყუნებს. ფაქტია, რომ ეს გარემოებები იმპორტირებულ პროდუქტზეც აისახება და ფასების მატება შესაძლოა, ისევ დაიწყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"კომპანია “დუ”-ს ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში იმპორტირებულ საქონელზე ფასები “სტაბილურად მძიმეა”. “ფასების კლება ნამდვილად არ შეინიშნება, პირიქით, მატებაა. ჯერჯერობით არის მძიმე ვითარება. კონკრეტულ პროდუქტებზე შეიძლება დეფიციტიც ნიშნებიც კი გაჩნდეს. ზოგადად საერთაშორისო ფასები არის გაზრდილი. ეს ნამდვილად არ გახლავთ შიდა პრობლემა, რა ვითარებაც მსოფლიო ბაზარზეა, იგივეა ჩვენთან. ყველაფერს წყვეტს მოთხოვნა-მოწოდება და ახლა ნამდვილად ბაზარზე მეტი მოთხოვნაა, ვიდრე მოწოდება. მომავალში რა იქნება და რა შედეგებს უნდა ველოდოთ, ამაზე ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით”, - განუცხადა “რეზონანსს” დავით გოგიჩაიშვილმა. მაშინ, როდესაც ეროვნულ ვალუტას იმპორტიორების დასახელებულ ნიშნულამდე ბევრი უკლია, არასასურველი ტენდენცია, შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს და ფასებმა წელსაც მოიმატოს. ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება ქართული ეკონომიკისთვის, მით უმეტეს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოსახლეობამ შარშან გადაიტანა”, - განაგრძობს გამოცემა.

"საქართველოში ისეთი ძვირი წელი, როგორც 2019 იყო, ბოლოს 2008 წელს დაფიქსირდა. მაშინაც და ახლაც ხალხს უმძიმესი თვეები გადატანა მოუხდა. ფაქტია, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ადამიანებს ძალიან უჭირთ. თუ ამჯერადაც შარშანდელი ტენდენცია გაგრძელდება, ანდა 2019 წლის მოვლენები მომავალშიც გავლენას მოახდენს, მაშინ უკეთესობას არავინ უნდა ელოდოს. თანაც სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ეროვნული ვალუტის გამყარება და ინფლაციის მიზნობრივამდე დაყვანა ძალიან გაუჭირდება, რაც, ბუნებრივია, როგორც იმპორიტრებულ, ისე ადგილობრივი პროდუქციის ფასებზე აისახება. კომპანია “ალფას” დირექტორი გურამ ბროძელი აცხადებს, რომ ჯერჯეობით იმის საფრთხე არ არის, რომ ფასებმა მოიმატოს, მაგრამ არც იმის იმედია, რომ რამე გაიაფდება. “ასე უცებ პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ გეტყვით, რომ მაგალითად, შაქარი არ გაძვირდება. ერთადერთი შეიძლება ზეთის ფასმა მოიმატოს, მსოფლიო ბაზარზე გაძვირდა ეს პროდუქტი და იმიტომ. დანარჩენ სახეობას ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ არც გაიაფებას ველოდებით. რა თქმა უნდა, თუ კურსი შეიცვალა, სხვა ვითარება გვექნება. მე პირადად არ ველოდები, რომ კურსი 2.70-მდე ჩამოვა, რადგან ბიუჯეტი სხვა ნიშნულზეა დაგეგმილი. კარგი იქნება კურსი 2.85-ზე გააჩერეს, ნამდვილად მეეჭვება 2.70-მდე დაიყვანონ”, - განუცხადა “რეზონანსს” გურამ ბროძელმა”, - წერს სტატიის ავტორი.

"ეს პოლიტიკური სიგნალები ხელისუფლებამ ყურად უნდა იღოს“ – მაისაია

"იმედია საქმე უკვე ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციებამდე არ მივა, თუ ტრამპის ადმინისტრაციამაც იგივე განაცხადა, ეს უკვე შესაძლოა სერიოზული გამოწვევა და შეშფოთების საგანი გახდეს" - ასე აფასებს "რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია სენატორებისა და ევროპარლამენტარების კრიტიკულ შეფასებებს "ქართული ოცნების" მიმართ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ეს პოლიტიკური სიგნალები ხელისუფლებამ ყურად უნდა იღოს“ – მაისაია

"ვახტანგ მაისაიას თქმით, კრიტიკა, რა თქმა უნდა ეს სასიამოვნო არაა, თუნდაც ცალკეული კონგრესმენებისგან და ევროპარლამენტარებისგან, იმედია საქმე უკვე ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციებამდე არ მივა, თუ ტრამპის ადმინისტრაციამაც იგივე განაცხადა, ეს უკვე შესაძლოა სერიოზული გამოწვევა და შეშფოთების საგანი გახდეს. მგონია, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური სიგნალები ხელისუფლებამ ყურად უნდა იღოს. ამ ეტაპზე ეს სიგნალური დიპლომატიის ელემენტებია. როგორც ჩანს, უნდათ, რომ ეს მესიჯები ჩვენამდე მოვიდეს, აქ შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური მომენტებიც იყოს, მაგალითად ევროპარლამენტარებში გარკვეულწილად სახალხო ფრაქციის წარმომადგენლები არიან, რომლის გაერთიანების წევრებიც „ნაცმოძრაობა" და „ევროპული საქართველოც" გახლავთ, თუმცა იყო სხვა ევროპარლამენტარების კრიტიკული მოსაზრებებიც. კონგრესში აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა. საქართველო ამერიკის ჯგუფის ხელმძღვანელმა სერიოზული განცხადებები გააკეთა, არა მხოლოდ პლიტიკურად, არამედ მათ შორის ეს ანაკლიის პორტის საკითხსაც უკავშირდებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"კორესპონდენტის თქმით, თბილისის მერიამ პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის მიზნით ჯებირები შემოავლო, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს შიშის ფაქტორია, რადგან ისინი აქციებს გეგმავდნენ და ხელისუფლება ამით მათ შეჩერებას ცდილობს... მაისაიას აზრით, თუ ხელისუფლებას რამოდენიმე ათასანი აქციის პარლამენტის პიკეტირების ეშინია, ეს კარგი არაა, თუმცა შესაძლოა ის ფაქტორიც იყოს, რომ საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი გახდა და გარკვეულწილად ცენტრის პარალიზება მიზანშეუწონელია. 4 თებერვალი მოდის და კი ანონსირდება მასობვრივი გამოსვლები,"ქართულმა ოცნებამ" სისულელეები თუ კიდევ არ ჩაიდინა, მოსახლეობა უკვე დაიღალა ამ საპროტსეტო ტალღებით და მგონია, რომ საზოგადოებაში ამას მაინცდამაინც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვეს, რადგან პროტესტის მთავარი შემოქმედები „ნაცმოძრაობა" და „ევროპული საქართველო" უფრო უარესები არიან, ვიდრე დღეს „ქართული ოცნებაა", - განაგრძობს გამოცემა.

"კორესპონდენტის თქმით, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ბუნებრივი აირის ის მარაგი გააჩნია, რითაც ევროპულ მოკავშირეებს ამ აირის გამოყენებითვ ენერგოდამოუკიდებელს გახდის, კითხვაზე, თუ რა რესურსებზეა საუბარი, მაისაიას თქმით, ტრამპი აბსოლუტურად მართალია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამერიკა მსხვილი ენერგომომხმარებლიდან მსხვილ ენერგომწარმოებლის მასშტაბების ქვეყანა გახდა იმიტომ, რომ მათ ფიქლური გაზის ათვისება-დამუშავება და მსოფლიო ბაზარზე მისი რეალიზაცია დაიწყეს. რამდენადაც ვიცი, ამერიკის მარაგი ერთ ტრილიონ კუბამეტრ გაზს შეადგენს, შეიმუშავეს თხევადი გაზის ე.წ. ელენჯი ტექნოლოგია - სპეციალური ტანკერები მზადდება (30-მდე ასეთი ტანკერი აქვთ), რითაც შეუძლიათ ამ ფიქლური გაზის გადატანა ზღვით, ამით შესაძლოა ევროპოსათვის ენერგოუსაფრთხოების პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრას. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის „ელენჯის" თხევადი გაზის ტექნოლოგიებზე მიბმა სხვათაშორის დასაშვები იყო. ამერიკული კომპანია „კონტი" ერთ-ერთ მიზეზს სწორედ ამასაც მოიაზრებდა, რომ შესაბამისად შექმნილიყო თხევადი გაზის მიღების საზღვაო პლატფორმა, სადაც ამერიკიდან შემოტანილ გაზს საქართველოში და უკრაინაში გადაიტანდა, რითაც რუსული გაზის შემცირება მოხდებოდა. თუმცა აქ თურქეთის პრობლემაც დგებოდა, რადგან ერდოღანი დიდად არ იქნებოდა გახარებული იმით, ბოსფორის სრუტეში ამერიკულ ტანკერებს ამერიკული გაზი შემოეტანათ. ამერიკამ თხევადი გაზით ლიტვისა და პოლონეთის მომარაგება უკვე დაიწყო და მსგავსი ტექონოლოგიები ევროპაშიც ხორციელდება”, - დასძენს გამოცემა.

"ამით რუსეთი გახარებული არაა. იმიტომაცაა, რომ ის დაჩქარებით „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის დასრულებას ცდილობს, მან „სამხრეთ ნაკადი" ფაქტიურად უკვე დაასრულა. ამის გამო იყო ისიც, რომ რუსეთმა აქცენტი ჩინეთზე გააკეთა და „ციმბირის ძალის" პროექტი გააქტიურა, რომლის მეშვეობითაც იგი ჩინეთს 38 მილიარდ კუბამეტრ გაზს მიაწვდის და შესაძლოა ეს მოცულობა 60 მილიარდ კუბამეტრამდეც გაიზარდოს. აშშ-ს ფაქტორის გამო ასევე შესაძლოა თურქული და რუსული გაზის ალიანსიც კი შეიქმნას, რომ ეს პროცესები ასე ვთქვათ შეაფერხოს, თურქეთსაც თავის ამბიციები აქვს, და ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაკადების გამო, შესაძლოა მსხვილი ენერგეტიკული ჰაბიც კი გახდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო