მზია თოდუა არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შალვა თადუმაძე გახდეს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მზია თოდუა არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შალვა თადუმაძე გახდეს.

კითხვაზე, უზენაეს სასამართლოში გამწესებულ მოსამართლეებში არიან თუ არა ღირსეული კანდიდატები, თოდუა ასე პასუხობს: “ალბათ არის, როგორ არ არის, რასაკვირველია არის, მაგრამ მე არ ვიცი, რა კრიტერიუმებით არჩევენ. პასუხისმგებლობას აღება შეიძლება, ყველას არ უნდა თავმჯდომარეობაზე”.

რაც შეეება იმას, თუ ვის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს, მზია თოდუა აცხადებს, რომ ამას ვერ იტყვის, თუმცა ფავორიტები ჰყავს. მისივე თქმით, უზენაეს სასამართლოში გამწესებულ მოსამართლეებს შორის რამდენიმე “ტოპ მოსამართლეა” . კითხვაზე, ვინ არიან ეს მოსამართლეები და არის თუ არა ეს მაგალითად შალვა თადუმაძე, თოდუა ასე პასუხობს: “ალბათ, თადუმაძეც არის, მე მაგალითად იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ გვქონდა ურთიერთობა, ბატონ შალვას ვახასიათებ ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალად და ყველაზე მთავარი რაც თავმდჯდომარეს უნდა ჰქონდეს, ეს არის რომ მას შეუძლია ურთიერთობა დაამყაროს, არის ძალიან გაწონასწორებული და თავისი საქმის კარგი მცოდნე”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო