პრეზიდენტი იერუსალიმში მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს "გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს" დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში 45-ზე მეტ მსოფლიო ლიდერთან და სახელმწიფოს ხელმძღვანელთან ერთად მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს "გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს" დაესწრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართელოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ღონისძიება, რომელიც მუზეუმ "იად ვაშემში" გაიმართება, ჰოლოკოსტის საერთაშორისო ხსოვნის დღესა და აუშვიცის გათავისუფლების 75 წლისთავს ეძღვნება.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობს ამ ძალიან დიდ ღონისძიებაში, რომელიც ჰოლოკოსტის ხსოვნას ეძღვნება.

"ეს ღონისძიება გზავნილია დღევანდელი მსოფლიოსათვის, რომ არ შეიძლება განმეორდეს: სიძულვილი, დაპირისპირება და პოლარიზაცია, რასაც ვხედავთ მთელ მსოფლიოში და რასაც შეიძლება შემდეგ რასიზმი და დისკრიმინაცია მოჰყვეს. საქართველოსათვის პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, რადგან ეს მსოფლიო მოვლენაა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა