გია ვოლსკი 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე - აი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ვხედავ, რომ ამან შეიძლება, ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგი მოუტანოს და რატომ გავაკეთებ ამას? - არ გავაკეთებ

აი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ვხედავ, რომ ამან შეიძლება, ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგი მოუტანოს და რატომ გავაკეთებ ამას? არ გავაკეთებ. 100/50-ზე მომწონს,-ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

გია ვოლკსიმ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „წინადადებას, რომელსაც ოპონენტები სთავაზობენ“ ვეღარ მიიღებს.

"თქვენთანაც მითქვამს და სხვაგანაც, რატომ 2024 წელს პროპორციული და რატომ არა 2020-ში? 2020 წელს დაპირისპირების ხარისხი, რომელიც აბსოლუტურად უნდა შენელებულიყო მას შემდეგ, რაც ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ, თანახმა ვართ, ამოვუტრიალეთ ხელი ყველას, ვინც 2024-ზე ძლივს დავითანხმეთ, ახლა 2020-ზე დავითახნმეთ, იმის მაგივრად, რომ ჯანსაღი პროცესი წასულიყო, აღვირახსნილი შეტევა დაიწყო, „აბა ხელმოწერების შეგროვება, რომ "ქართული ოცნება" უნდა დაინგრეს, თუნდაც რუსულ პარტიებთან გვქონდეს კოალიცია გასაკეთებელი“, ამან გააღვიძა, ჯერ პატარა კითხვის ნიშანი გააკეთა, მერე გაიზარდა ეს კითხვის ნიშანი, მერე ძახილის ნიშანი მოემატა და სიტუაცია ისეთი შეიქმნა, რომელიც მე მაგალითად არ მაძლევს იმის..აი, მხოლოდ პარტიული, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, ამიტომ მე 100/50-ზე ვუჭერ მხარს 2024-შიც, 2028-შიც და ა.შ. ჩემი პირადი შეხედულებით, როგორც ერთი ადამიანის და არა ვიცე-სპიკერის, მე ეგეთ წინადადებას, რასაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ, ვეღარ მივიღებ, ვერა, ვერანაირად“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, წამყვანის კითხვაზე: შეიძლება, თუ არა მისი ნათქვამი გაგებულ იქნას ისე, რომ თუ ოპოზიცია გააგრძელებს აქციებს, პროტესტს, და ა.შ. ის არ დაუჭერს მხარს 2024 წელს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას?

გია ვოლსკიმ უპასუხა: „აი, ეგრე ვხედავ“.

„მე ვცდილობ, რომ თავი მოგაწონოთ, როგორც ცალკე მდგომმა პოლიტიკოსმა და არა მაინცადამაინც „ქართული ოცნების“. აი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ვხედავ, რომ ამან შეიძლება, ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგი მოუტანოს და რატომ გავაკეთებ ამას? არ გავაკეთებ. 100/50-ზე მომწონს“,-განაცხადა ვოლსკიმ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ