საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დღეს, შესაძლოა, ოკუპირებული ახალგორის შესასვლელში მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნან

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დღეს, შესაძლოა, ოკუპირებული ახალგორის შესასვლელში მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნან და 5 სექტემბრიდან დღემდე იზოლაციაში მყოფი მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას გადაადგილების საშუალება მისცენ.

„ინტერპრესნიუსის“ წყაროს ცნობით, ამ წუთებში, ხალხმრავლობა შეინიშნება ოკუპირებული დაბის შესასვლელში არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე, რომელიც უკვე 140-ე დღეა ჩაკეტილია.

აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებიან ე.წ. მესაზღვრეები, დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები და ოკუპირებული ახალგორის გამგეობის თანამშრომლები.

ცოტა ხნის წინ, ე.წ. გამშვებ პუნქტთან ორი ერთეული მიკროავტობუსიც გამოჩნდა, რომელშიც ახალგორში მცხოვრებლები იმყოფებიან. ჯერ უცნობია, დე ფაქტო რეჟიმი მოსახლეობის რა კატეგორიას მისცემს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებას და რა პირობით.

იხილეთ ვიდეო: ახალგორის შესასვლელში მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი შესაძლოა გაიხსნას

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს