თამთა თოდაძის ადვოკატის განცხადებით, ილია ჯიშკარიანმა თანამშრომლებთან კომუნიკაციის აკრძალვის თაობაზე აღკვეთის ღონისძიება, სავარაუდოდ, დაარღვია

თამთა თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას განცხადებით, საკრებულოს ბრალდებულმა დეპუტატმა, ილია ჯიშკარიანმა, თანამშრომლებთან კომუნიკაციის აკრძალვის თაობაზე აღკვეთის ღონისძიება, სავარაუდოდ, დაარღვია.

მისი თქმით, საკრებულოდან გამოთხოვილ დოკუმენტზე, რომელიც თანამშრომლების აღრიცხვის ფორმაა, ილია ჯიშკარიანის ხელმოწერაა, რაც, სავარაუდოდ, ადასტურებს, რომ „ჯიშკარიანს ჰქონდა მოწმეებთან კომუნიკაცია“.

„მოგეხსენებათ, არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ დაყენებულ იქნა შუამდგომლობა, რის თანახმადაც ისინი უდაოდ ხდიან მოწმეების ჩვენებებს. ეს მოწმეები არიან ძირითადად ბიუროს თანამშრომლები და ისინი ამ უდაო ცნობის საბაბად უთითებენ, რომ თითქოსდა ბიუროს თანამშრომლები ვერ ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ვერ იღებენ ხელფასებს, ვერ აგრძელებენ მათთან ხელშეკრულებას და სწორედ ამიტომ, სურთ, რომ მათი ჩვენებები უდაოდ იქნას ცნობილი, ან თუ არ იქნება, დაიკითხონ უფრო ადრე, ვიდრე სხვა მოწმეები. გაგვიჩნდა ეჭვები, კერძოდ საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია დაცვის მხარეს, მაშინ, როდესაც ბრალდებულს აკრძალული აქვს ყოველგვარი კომუნიკაცია მოწმეებთან. თუ არ მოხდა მათთან კომუნიკაცია, მაშინ საიდან ჰქონდათ ეს ინფორმაცია. ამიტომ მივმართეთ საკრებულოს განცხადებებით და გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რაც სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებულის მხრიდან შესაძლოა, დარღვეული იყო აღკვეთის ღონისძიების სახე და მის მიმართ განხორციელდა მოწმეებთან კომუნიკაცია. თამთასთან გასაუბრების შემდეგ გამოვარკვიეთ, რომ ყოველი თვის ბოლოს ბიურო ადგენს სპეციალურ ფორმას, რომელიც ასახავეს თანამშრომლების მისვლას და დასწრებას სამსახურში და ამ ფორმას ხელს აწერს თავად ილია ჯიშკარიანი, ამ ხელმოწერის გარეშე ბიუროს თანამშრომლები ვერ იღებს ხელფასს, წინა სამი თვის განმავლობაში, ბიუროს თანამშრომლების მიერ დასწრების შესახებ ინფორმაცია არის საკრებულოში შესული ჯიშკარიანის ხელმოწერით და ხელფასებიც გაცემულია. სწორედ ამიტომ გვაქვს ეჭვი, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია მოწმეებთან. მან, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიება დაარღვია და ამ საკითთან დაკავშირებით პროკურორთან გვაქვს შეხვედრა და მივაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა ლუკავამ.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს