140-დღიანი იზოლაციის შემდეგ, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებთა ნაწილს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მისცეს

140-დღიანი იზოლაციის შემდეგ, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებთა ნაწილს დაბის დატოვების და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება მიეცა.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, 5 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტი, რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა და ახალგორში მცხოვრებმა ათმა მოქალაქემ უკვე დატოვა ოკუპირებული დაბა.

„დღესვე, ჩემი ინფორმაციით, სხვა ადამიანებიც შეძლებენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები გარკვეული სიებით ხელმძღვანელობენ და იმ ადამიანებს აძლევენ ოკუპირებული დაბის დატოვების საშუალებას, რომლებიც პენსიას იღებენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ანუ ყველა მათგანი ვინც დღეს ოკუპირებული დაბა დატოვა, პენსიონერია. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ 10- დღიან ვადას აძლევენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აიღონ კუთვნილი პენსია, ისარგებლონ სამედიცინო სერვისებით და შემდგომ, როგორც მათ განუცხადეს, 10 დღის ვადაში კვლავ მიეცემათ ახალგორში საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა“, - განცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ახალგორის შესასვლელში მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს